• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იპოდრომთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
19:40 04-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ფონდ „ქართუს“.

„ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ თბილისის გამწვანების მიმართულებით- სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება-რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცენტრალური პარკი. ეს იყო კერძო საკუთრება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებსაც ასევე აწარმოებს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის „ჩაბეტონება“ და სარესტორნო სივრცეების მოწყობა. კახა კალაძის განმარტებით, პარკი მიმზიდველი და საინტერესო იქნება ყველა ინტერესისა და საჭიროების მქონე ადამიანისთვის.

„კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე და მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ამისთვის შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, მსურველებს შევხვდებით, გვექნება პროექტების განხილვები, საზოგადოებასაც წარვუდგენთ ზუსტად იმას, თუ რისი გაკეთება იგეგმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved