• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
16:57 04-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელი სისხლით რომ მოვიპოვეთ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს და ასე ნარჩუნებდა. მაგრამ ამაზე ანუ სისხლით ახელილ თვალებზე, უფრო ვრცლად სხვა დროს.
ხოლო 9 აპრილი მე 10 აპრილიდან და ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელევიზორისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.
გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ამაზეც სხვა დროს. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრდებდი. იქ ერთი გოგო მიყვარდა, მგონი, მთელს ჯგუფსაც. სანამ შინ არ წაიყვანდნენ, ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ. მერე ფეხსაცმელს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. და უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. და მალე გამიარა – გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. შევუერთდი.
ერთი ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს. ლიხაურელი. ნინო თოიძე. ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ: „დედამისი იგონებს: დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდიო. დედამისმა, ვიკითხეო და, ბედიაო, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღო, და 9-ში მომაკითხეო, ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით.
ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ის ბაღელი გოგონა წარმომიდგა. და დაბრუნდა ის ბრაზი, ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ, ეს ბრაზია, მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი.
გააჩნია, როგორ ზიხარ – პირდაპირ თუ ზურგით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved