• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „აი ია“-ს აფუძნებს

ალია ავტორი - ალია
12:58 04-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ ფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, შემდგომში საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად იქცეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, რადგან პოლიტიკურ ძალას სჭირდება ადამიანური ძალა და ფინანსები.

„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ეს მოვახერხოთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასრულებისკენ, რაშიც დესტრუქციული და რევანშისტული ძალები გვაცხოვრებენ, სხვათა შორის, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელმაც ცხრა წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაშვება. „ქართული ოცნება“ მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას. უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედიატერორი, დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან, პოლიციასთან. რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე დააკონკრეტა, რომ მოძრაობა აქციების გამართვას აღარ აპირებს.

„ერთხელ გამოვედით, დავფიქსირდით, რომ ძალიან ბევრნი ვართ და რატომ უნდა შევაწუხო ხალხი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved