სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სხდომა 12 საათზე დაიწყება. პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული ფორმატით შედგება, დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ.
სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა ვერ დაესწრება პრემიერ-მინისტრი, რომელიც კოვიდინფიცირებულია. საკანონმდებლო ორგანოში ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მესამე ანგარიშია.
















კომენტარები