საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 765-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 მარტს საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.
კომენტარები