• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ნახტომისებური ზრდა გვექნება – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:22 03-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა თანდათან იმატებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება შეიმჩნევა და საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 ახალი შემთხვევა არ არის ცოტა. 

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა, მაგრამ მარტის განმავლობაში მაჩვენებლები უკვე ქვემოთ აღარ ჩამოდის, ანუ ვეღარ მცირდება და გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა. ბოლო ათი დღის განმავლობაში იყო გაუარესება, დღეს ისევ დამამაშვიდებელი მონაცემებია. საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა, ანუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ვინც იმყოფებიან საავადმყოფოში ან ბინაზე, თანდათან იმატებს, რაც იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შემოვკრათ ე.წ. განგაშის ზარებს, რადგან უცებ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღის რეალური რისკი არსებობს.

„ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 50 პროცენტის ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განუცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved