• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იყენებს პუტინის რეჟიმი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს

ალია ავტორი - ალია
12:10 03-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ საშუალებით გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არაავთენტურ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ პროფილებს უპირისპირებს. „ბაზამ“ აღმოაჩინა, რომ 23 იანვრის ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ინსტაგრამზე მოსკოვის წითელი მოედნის აღმნიშვნელი ე.წ. „თეგი“ საეჭვო წარმომავლობის პროფილებმა იმდენჯერ გამოიყენეს, რომ მისი ძებნისას აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ: ინსტაგრამს ლოკაციის აღმნიშვნელი ფუნქცია აქვს, შეგვიძლია დავდოთ ფოტო და მივუთითოთ თუ სად არის გადაღებული. შემდეგ, როდესაც სხვა მომხმარებელი ინსტაგრამ ძებნის საშუალებით იმავე ადგილს მონახავს, მას ჩვენ ფოტოს უჩვენებს. ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებაში იფიქრეს, რომ წითელი მოედანი საპროტესტო აქციის მთავარი ლოკაცია იქნებოდა, ათასობით ყალბი პროფილი გააქტიურეს. ისინი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ ფოტოებზე, მდებარეობად წითელ მოედანს უთითებდნენ. ამით კი, იმ ადამიანებს, ვისაც საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება ლოკაციით სურდათ, თავგზას უბნევდნენ.

წარმოიდგინეთ, რომ გაინტერესებთ სად იმართება აქცია. მაგალითად, შედიხართ ინსტაგრამზე, ეძებთ წითელ მოედანს იმის გასაგებად, ვინმემ ფოტო ხომ არ მონიშნა და საპროტესტო გამოსვლის შესახებ ინფორმაციაც ხომ არ დაურთო. გხვდებათ ერთი შეხედვით უწყინარი ადამიანების არაფრისმთქმელი სურათები. ფიქრობთ, რომ წითელ მოედანზე არაფერი ხდება. ან საერთოდ არ მიდიხართ, ან სხვაგან მიდიხართ. სწორედ ეს იყო კრემლის ჩანაფიქრიც – რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მოტყუება და სხვა მიმართულებით გაშვება.

ხელოვნური ინტელექტის ასეთი მიზნებისთვის გამოყენება რუსეთის სპეცსამსახურების ახალი გასართობია. საქმე იმაშია, რომ ასე ბევრად მარტივია ათასობით „ფეიკ“ ადამიანის, მეტიც, ადამიანთა არმიის რამდენიმე წუთში შექმნა. „ბაზამ“ დაადგინა, რომ ყველა ის ვირტუალური პერსონა, რომელიც ნავალნის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას წითელ მოედანს დივერსიას უწყობდა, 15-17 იანვრის პერიოდში სახელდახელოდ შეიქმნა. ყველა პროფილს მხოლოდ რამდენიმე მიმდევარი, თითზე ჩამოსათვლელი პოსტების რაოდენობა და მინიმალური აქტივობა ჰქონდა.

ხელოვნურად შექმნილი პროფილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ შტურმი ნავალნის გუნდის წევრების სოციალური მედიის ექაუნთებზეც მიიტანა. კირა იარმიში, ლიუბოვ სობოლი და გეორგი ალბუროვი მათ პროფილებზე „ბოტების“ საეჭვო აქტიურობაზე საუბრობენ. ყალბი პროფილები მათ პოსტებზე შეთანხმებულ მესიჯებს ავრცელებდნენ, რითიც ადამიანების დაბნევას და შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. საინტერესოა, რომ 2017 წელს, პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქვეყნის ლიდერად დამკვიდრების გეგმა საზეიმოდ გააცნო და დასძინა: „ვინც ხელოვნურ ინტელექტს მართავს, ის მსოფლიოს მართავს.“ პრეზიდენტმა რუსებს ისტორიის გაკვეთილიც ჩაუტარა და უთხრა, რომ ტექნოლოგიური განვითარების ხანაში ბევრ ქვეყანას უბრალოდ ეძინა, რითიც მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან გაუშვა. პუტინს რატომღაც დაავიწყდა საკუთარი მოქალაქეებისთვის მოეყოლა, რომ ჩამოშლილი ეკონომიკის, არასწორი პოლიტიკის, შეზღუდული ფინანსების, დემოგრაფიული პრობლემების და „ტვინების გადინების“ ფონზე, რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იქნება, რომელსაც „შანსის“ ხელიდან გაშვება მოუწევს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ცდილობს ხალხს დააჯეროს თითქოს ოფიციალური მოსკოვი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოწინავე ქვეყნებს ეწევა და ეჯიბრება, ქვეყანა სინამდვილეში ტექნოლოგიური განვითარების კუთხით სხვა სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. რუსეთს ამ მიმართულებით პოტენციალი არ აქვს, სამაგიეროდ პუტინს შეუძლია გადასახადების გადამხდელების ფულით, ხელოვნური ინტელექტი ისეთი ბანალური მიზნისთვის გამოიყენოს, როგორიც ათასობით ყალბი ადამიანის პროფილის შექმნაა. პრეზიდენტი ხალხს ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობას ჰპირდება, სინამდვილეში კი, ტექნოლოგიების საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების გარდა, არაფერი შეუძლია. რაც მთავარია, მათივე ფულით.

რუსეთის ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის უზარმაზარი ნაპრალია, ამიტომაც კრემლი იძულებულია ლიმიტირებული რესურსები სპეციფიური სფეროებისთვის გამოიყენოს. ერთადერთი სიმართლე რომელსაც პუტინი რუსებს ეუბნება ეს არის: „ხელოვნური ინტელექტის განვითარება თითოეული ადამიანის, ოჯახის, ეკონომიკის სექტორის, სოციალური სფეროს, ორგანიზაციისა და მთელი სამთავრობო სისტემის ფუნქციონირებაზე იქონიებს გავლენას.“ მართლაც, პრეზიდენტის სამსახურში მყოფი რუსული სპეცსამსახურები მათ ხელში მოხვედრილ მწირ რესურსებს, პრიორიტეტების მიხედვით გამოიყენებენ. პუტინისთვის კი, ხალხის უკეთესად გაკონტროლებასა და ტერორზე მნიშვნელოვანი არაფერია.

ლევან ცაავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved