თბილისის მერიის ინფორმაციით, გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერიამ დროებითი დამცავი კედელი მოაწყო.
მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კედლის მოწყობის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.
მისივე თქმით, ფერდზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, უფრო მასშტაბური სამუშაოების დაწყება იგეგმება.
შეგახსენებთ, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო.
კომენტარები