• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივას ვენეციის კომისია კრიტიკული დასკვნით პასუხობს

ალია ავტორი - ალია
17:14 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დასკვნაში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დროზე უარის თქმა პარტიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საჯარო დაფინანსება, არღვევს თანასწორობის პრინციპს. ასეთი შეზღუდვა “არაპროპორციული და უსაფუძვლოა”, რადგან სწორედ მწირი დაფინანსების მქონე პარტიებს ყველაზე მეტად სჭირდებათ უფასო საეთერო დრო, რათა ამომრჩეველს ხმა მიაწვდინონ. ამ ტიპის შეზღუდვა საზოგადოებრივ ინტერესს ეწინააღმდეგება, რადგან არჩევანი ინფორმირებული უნდა იყოს.

ვენეციის კომისია შეშფოთებულია ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდება პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებენ, და უქმდება დაფინანსება პარტიებისთვის, თუ მათი წევრების ნახევარი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს მაინც არ დაესწრო.

დასკვნის მიხედვით, სანქციების გამოყენება პოლიტიკური პარტიების – და არა პარლამენტის ცალკეული წევრების – წინააღმდეგ, „არაპროპორციულია“ და ეწინააღმდეგება საპარლამენტო რეგლამენტს, რომელიც საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთ საკითხებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს, თუკი ის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში არ დაესწრება ყველა პლენარულ სხდომას, როგორც სესიის, ასევე, შესვენების დროს. ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა, განხილულ იქნას “უფრო პროპორციული და შესაბამისი ზომები”, მაგალითად, უშუალოდ პარლამენტის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათი ქმედებებისთვის. ამგვარი გადაწყვეტა, კომისიის აზრით, მეტ შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ცალკეული დასვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ეხება. „არაპროპორციულია“ პარტიულის სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუკი მისი ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბუნდოვანია თავად პოლიტიკური ლიდერის განმარტებაც. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა იზღუდებოდეს პარტიის შექმნის დროს, და არ უნდა ეხებოდეს პარტიის წევრობას. კომისიის დასვნით, ამ ცვლილების მიღებამ, შესაძლოა პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა გამოიწვიოს, ეს ცვლილება კი უფრო პარტიაზე მოქმედებს, ვიდრე კონრეტულ უცხოელ მოქალაქეზე.

ვენეციის კომისიას აღელვებს ის რისკიც, რომლის წინაშეც დადგება ასეთი პარტიის ამომრჩევლის ხმა, რადგან რეგისტრაციის გაუქმება არჩევნების შემდეგ ორ დღეშია შესაძლებელი. გაუქმებული პარტიის ამომრჩეველთა ხმები განულდება, რითაც მათი უფლებები შეიზღუდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტის მიღების საკითხი გადაიხედოს.

გასული წლის 17 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 2020 წლის 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კრიტიკული დამოკიდებულების გამო, მაშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრება ვენეციის კომისიას გამოეთქვა.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ირაკლი კობახიძეპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved