• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყვიის ძმად” წოდებული, ტყავს გაძრობს და საარსებო საშუალებას გართმევს – რას წერს თადარიგის პოლკოვნიკი?

ალია ავტორი - ალია
20:41 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თადარიგის პოლიციის პოლკოვნიკი, ვეტერანი, ჟურნალ „მეციხოვნეს“ დამფუძნებელია ზაირა მიქატაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“არ ვაპირებდი იმ ინციდენტის გასაჯაროებას, რაც მე და ჩემს მეგობრებს შეგვემთხვა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ერთ-ერთმა „დაზარალებულმა“, თავი ვეღარ შეიკავა და თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, დამალვას აზრი აღარ აქვს. პირიქით, ფაქტს დაწვრილებით გადმოგცემთ და განსჯა კი თქვენთვის მომინდვია.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესახებ. საკუთარი ცხოვრებით აღარ ვცხოვრობ რამდენი ხანია. დაფუძნებული გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“, რომლის საქმიანობის ფარგლებში ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცებასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას; გმირების უკვდავყოფასა და სამშობლოს მცველის, ჯარისკაცი იქნება ის თუ პოლიციელი, მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით გამოვცემთ სამხედრო-პატრიოტულ ჟურნალ „მეციხოვნეს“, წვალებით, გაჭირვებითა და თითქმის საკუთარი სახსრებით. ამ საქმიანობისთვის ბანკის სესხით შევიძინეთ ავტომანქანა, რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული და ყოველთვიურად ვიხდით 515 ლარს. დამეფიცება, ლხინში და სასეირნოდ არასოდეს წავსულვართ ამ მანქანით, სულ დაკრძალვებსა და ომში დაღუპულთა საფლავებსა და ოჯახებში დავდივართ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამა წლის 18 მარტს ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდი ქუთაისში ამაგდარი ქალბატონის (ომის გმირებს „უკვდავების“ ორტომეული რომ მიუძღვნა), აფხაზეთის ომის ვეტერანის, დამსახურებული ჟურნალისტის, ნარგიზა ლომთაძის დაკრძალვაზე. საჭესთან ვიჯექი მე. კოვიდმა დამიტოვა ხელისა და თავის ტკივილი და დაბუჟება. ერთიც საშინლად ამტკივდა და მეორეც, ისე, რომ მანქანის წაყვანა გამიჭირდა და ჩვენს მეგობარსა და თანამებრძოლს, რომელსაც დროებით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ვთხოვე, უახლოეს აფთიაქამდე საჭესთან დამჯდარიყო. რამდენიმე წუთში გორის ტრასაზე პატრულის მანქანა წამოგვეწია და გაგვაჩერა. როგორც გვითხრეს, უბრალოდ, გადამოწმების მიზნით, თორემ მოძრაობის წესები არ დაგირღვევიათო. გაგვაჩერეს და “ჯეკპოტიც” მოიგეს: მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მანქანა კი ჩემზე იყო გაფორმებული. ავუხსენით სიტუაცია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდით, სასწრაფოს გამოძახება დროს წაგვართმევდა და გასვენებას ვეღარ ჩავუსწრებდით. მოვუყევით, ვინ ვიყავით, სად მივდიოდით, რა საქმიანობას ვეწეოდით. ისიც ვუთხარი, კოვიდმა რომ გართულებები დამიტოვა და წამლებს ვერ ვყიდულობ, ამხელა ჯარიმას როგორ გადავიხდი-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ელიაშვილმა შუბლზე 1200-ლარიანი (700 – მე, 500 – მძღოლს) ქვითრები აგვაფარა.

არც ვეტერანობას გაუწია ანგარიში და არც იმას, რომ მის წინ მისი უფროსი კოლეგა, თადარიგის პოლიციის პოლკოვნიკი იდგა. მეც ვეტერანი ვარო, ჯიბიდან ვეტერანის მოწმობა დაგვიძრო, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევო, ჯიუტად იმეორებდა. რა თქმა უნდა, გავიგე ტელეფონის ნომერი და მეორე დღესვე დავურეკე. ვუთხარი, ყოველთვის არ გეცმევა ფორმა და გამორიცხული არაა, კანონის დარღვევა შენც მოგიწიოს და შენმა უმცროსმა კოლეგამ ისევე რომ არ გაგითვალისწინოს, როგორც შენ უფროსი კოლეგა არ გაითვალისწინე, მოგეწონება-მეთქი? თუმცა რამდენჯერაც უკვე დარღვეული ჰქონდეს კანონი მასაც და მის საახლობლოსაც, იმდენი სიხარული ყველა ჩემს კეთილისმყოფელს. მისი შვილის პოსტი წავიკითხე, ამერიკაში დაურღვევია მოძრაობის წესები და მამაჩემის პატრულობამ ამერიკაშიც კი გასჭრაო, წერდა. გასაოცარია პირდაპირ, ამერიკელმა პატრულმა ქართველ პატრულს გაუწია ანგარიში და ამ დროს, საქართველოში, ამ პანდემიის და სიდუხჭირის ჟამს (სხვათაშორის, სამივეს გადატანილი გვაქვს კოვიდი და ჩვენი თავისთვის რომ გვეცალოს, მკურნალობა გვესაჭიროება) შენი თანამემამულე და უფრო მეტიც, „ტყვიის ძმად“ წოდებული, ტყავს გაძრობს და საარსებო საშუალებას გართმევს. არ ვიცი, შეიძლება, მართლა კანონია უზენაესი და მე ვარ იმდენად სუბიექტური, რომ ამდენს ვერ ვხვდები…

ყველაზე დიდი ტკივილი, რაც მე ამ შემთხვევით მომადგა, მაინც ისაა, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების ყველანაირი ენთუზიაზმი და მოტივაცია გამიქრა. როგორია, სამშობლოს მცველი გგონია, წერ, ტყავს იძრობ და ჟურნალს ისე გამოსცემ, რათა ისტორიაში ჩაწერო მისი სახელი, მერე გამოვარდება ასეთი “სამშობლოს მცველი” და იქ იმსხვრევა ყველაფერი…

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved