• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ცოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალია ავტორი - ალია
18:42 03-22-2021
- მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374

ფოტო – ებრაელი მხატვრის იეგუდ ადი დევირს (Yehuda Adi Devir) მიერ შექმნილმი კარიკატურების სერიიდან – «ჩემი ცოლი»

ცოლების რეიტინგი:

მე-12 ადგილი – მორიელი

mshoblebi

საუცხოო და ქარიზმატული მორიელი ყველაზე ცუდი კოშმარია ნებისმიერი საქმროსთვის. აღმოჩნდა, რომ მორიელის ნიშნით დაბადებულ ქალებს საკუთარი თავის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვთ, თუმცა, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა აქვთ პარტნიორის მიმართ. ამიტომ, მუდმივ მითითებებს იძლევიან. მამაკაცებს კი ყოველდღიური ლექციები არ სჭირდებათ. მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ქალები არიან: გრეის კელი, აიშვარია რაი, ჯულია რობერტსი.

მე-11 ადგილი – თევზები
mshoblebi

თუ გსურთ გრაციოზული კნუტი, რომელიც თქვენს სახლს დაამშვენებს და ყველა აღფრთოვანებული დარჩება მისით, მაშინ ეს იდეალური ვარიანტია თქვენთვის. თუმცა, თევზების განწყობა პირდაპირაა დამოკიდებული პარტნიორის საფულეზე. რაც უფრო გაანებივრებთ, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავა და წარუშლელ კვალსაც დატოვებს თქვენს გულში. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: სინდი კროუფორდი, ნატალია ვოდიანოვა, რიანა.

მე-10 დგილი – ლომი
mshoblebi

ლომები ნამდვილი დედოფლები არიან. მათთან ყოველთვის არსებობს თემა, რაზეც შეგიძლიათ ილაპარაკოთ, ნახოთ სხვადასხვა რამ და ფული დახარჯოთ. პარტნიორი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს. ლომები შესანიშნავი დიასახლისები, ერთგული ცოლები და საინტერესო მოსაუბრეები არიან. მაგრამ, მათი კეთილგანწყობის მოპოვება რთულია. ძალიან კარგადიციან საკუთარი თავის ფასი. ხოლო მათთან დაშორების შემდეგ მოგეჩვენებათ, რომ ყველა ქალი მხოლოდ ასლია. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ქალები არიან: ჯენიფერ ლოპესი, უიტნი ჰიუსტონი, შარლიზ ტერონი.

მე-9 ადგილი – მშვილდოსანი
mshoblebi

მშვილდოსნები ძალიან ჯიუტები არიან და ნებისმიერი მცდელობა, რომ შეაჩეროთ, განქორწინებით მთავრდება. თითქმის შეუძლებელია, მშვილდოსანი ქალები სახლში დასვათ, მხოლოდ საჭმელები მოამზადებინოთ და სახლი დაასუფთავებინოთ. მაგრამ, მათთან არ მოიწყენთ. თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან. ეს შეიძლება გამოიხატოს მაღაზიაში გაქცევაში მაშინ, როცა მის დაკეტვას 5 წუთი დარჩა, ან კიდევ ევერესტის დაპყრობის სურვილში. მზად იყავით, ის ურთიერთობას ისევე სწრაფად წყვეტს, როგორც იწყებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ქალები არიან: მილა იოვოვიჩი, ბრიტნი სპირსი, ტაირა ბენკსი.

მე-8 ადგილი – ტყუპები
mshoblebi

ზოგიერთ მათგანთან მამაკაცი თავს გმირად გრძნობს, ზოგიერთთან კი – წარუმატებელ ადამიანად. ტყუპებთან თვალთმაქცობა არ არის საჭირო. მათ ვერაფერს დაუმალავთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მაშინვე ხვდებიან, როდის ცრუობს მამაკაცი, არაფერს ამბობენ, ვიდრე გეგმას არ შეადგენენ. სკანდალი ტყუპი ქალების საქმე არ არის. მშვიდი ხმით შეუძლიათ მოიშორონ ყველა თავიდან. ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: ანჯელინა ჯოლი, ანა კურნიკოვა, მერლინ მონრო.

მე-7 ადგილი – ვერძი

mshoblebi

ვერძ ქალთან ცხოვრება ნიშნავს, მუდმივად ისხდეთ ვულკანზე. პირდაპირი, თავისუფლების მოყვარე, ენერგიული, თავის ადგილს ყოველთვის იმკვიდრებს. არ ზის საათობით სამზარეულოში და არ ისწრაფვის იდეალური სისუფთავისკენ. ხშირად ირგებს ლიდერის როლს და სულაც არ ფიქრობს, რომ მამაკაცის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ, თუ გსურთ, რომ ვერძი ქალი შეინარჩუნოთ, უნდა იცოდეთ, რომ მათ სიყვარული და რომანტიკა სჭირდებათ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: ვიქტორია ბექჰემი, კირა ნაიტლი, ემა უოტსონი.

მე-6 ადგილი – სასწორი
mshoblebi

ეს არის ქალი, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს: დამთმობი, ნაზი, ბრძენი და ძალიან მიმზიდველი. მაგრამ, არის ერთი მაგრამ – ეს ემოციური არამდგრადობაა. დღეს შეიძლება წვიმაში ცეკვაზე გიჟდებოდეს, ხვალ კი სულ სხვა რამ მოსწონდეს – სკანდალები, ისტერიკა, ტირილი, მაგრამ ამასაც ლამაზად აკეთებს. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალთა ცხოვრება მშვენიერია, თუმცა – შემდეგი განწყობისა და ხასიათის შეცვლამდე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: მონიკა ბელუჩი, ემილია კლარკი, ბრიჯიტ ბარდო.

მე-5 ადგილი – ქალწული

mshoblebi

5 საუკეთსო ცოლს შორის მომხიბვლელი ქალწულიცაა. ქორწინებაში ის არა მხოლოდ მეუღლეა, არამედ საუკეთესო მეგობარი და კოლეგა. ასევე, ისინი ხშირად იკავებენ წამყვან ადგილს ოჯახში და ხშირად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ქალწულები საჩუქრებითა და კომპლიმენტებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ყოველთვის მზად არიან, რთულ დღეებში დაეხმარნონ და რჩევები მისცენ პარტნიორს. თუმცა, გამოცდილი მანიპულატორებიც არიან და ყურდღებით უნდა იყოთ. ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: კლაუდია შიფერი, სალმა ჰაიეკი, ბიონსე.

მე-4 ადგილი – კურო
mshoblebi

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სამართლიანად იკავებენ საპატიო მეოთხე ადგილს. თუ მათი გულის მოგება მოახერხეთ, გილოცავთ, ნამდვილად ხედავენ თქვენში პოტენციალს, რადგან ისინი შემთხვევით არავის ირჩევენ. ემოციურად გაწონასწორებულები, ნაზი და მგრძნობიარენი არიან. ხშირად, კურო ქალები იდეალური დიასახლისები, მზრუნველი ცოლები და მოსიყვარულე დედები არიან. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი, ჯიჯი ჰადიდი.

მე-3 ადგილი – თხის რქა
mshoblebi

საუკეთესო ცოლების სამეულში თხის რქაა. მათთან ქორწინება შვეიცარულ საათს ჰგავს – ყველაფერი ნთელი და კარგად ორგანიზებულია. ურთიერთობაც მარტივია, რადგან იციან, ვინ შეეფერებათ და ვინ – არა. ამიტომ, ყოველთვის საუკეთესოს ირჩევენ. თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: ქეით მიდლტონი, ირინა შეიკი, ნინა დობრევი.

მე-2 დგილი – მერწყული

mshoblebi

საპატიო მეორე ადგილს მერწყული იკავებს. მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ ისწრაფვიან პირველობისკენ. რამდენი მამაკაცის გული მოუგიათ, ამ ყველაფერში კი “დამნაშავე” მათი გამორჩეული გარეგნობა, მხიარული ხასიათი და ტემპერამენტია. მათი ერთადერთი ნაკლი მიუწვდომლობაა. ვიდრე იტყვის ყველა მამაკაცისთვის სანუკვარ სიტყვას – “დიახ”, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მომავალი საქმროს ყველა მხარე შეისწავლოს. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: ჯენიფერ ენისტონი, ქლოია მორეცი, შაკირა.

1-ლი ადგილი – კირჩხიბი
mshoblebi

სამაგალითო ცოლი, დედა და რძალი – დიახ, საუბარი კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალზეა. ახლობელი ადამიანებისათვის ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს. რთულ პერიოდში არასდროს დატოვებს ქმარს, ერთად გადალახავენ ყველა პრობლემასა და სირთულეს. მისთვის ოჯახი მთავარია, ამიტომ სახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია, ბავშვებიც კარგად მოვლილები არიან და ქმრის მშობლების მოწესრიგებაზეც კი ზრუნავენ. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან: პრინცესა დაიანა, სელენა გომესი, მარგო რობი.

თეგები: ზოდიაქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved