დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალური ქსელს აკეთებს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწემ ჯეისონ მილერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებში ორ-სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა თავისი ახალი პლატფორმით, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის და ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს“, – აღნიშნა მილერმა.
საკუთარი სოციალური ქსელის შექმნის იდეა დონალდ ტრამპს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც Twitter-მა და facebook-მა მისი ანგარიშები დაბლოკეს.
კომენტარები