ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში არსებული „ასტრაზენეკას“ მარაგი გაერთიანებულ სამეფოს გადაეცეს:
„საცაა ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ საბოლოოდ დაცხონ ერთმანეთს ასტრაზენეკას ვაქცინებთან დაკავშირებით. ევროკავშირი აპირებს დაბლოკოს ვაქცინის გაერთიანებულ სამეფოში გატანა, რადგან მწარმოებელი არ ასრულებს პირობებს. მოკლედ დიდი ამბავია….ამ მომენტში ვფიქრობ სსაქართველოს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე და მშვიდობისმყოფელი. საქართველოში მაინც არავინ იცრება ასტრაზენეკათი და ეს ჩვენი მარაგი გადავცეთ გაერთიანებულ სამეფოს და ამითი ვაჩვენოთ მაგალითი მეგობრობისა და სოლიდარობისა. ავღანეთში მშვიდობისმყოფელთა მისიაში აქტიურ მონაწილეობას ესეც დავუმატოთ!!“














კომენტარები