• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოს ნაწილი დღეს ნოვრუზს ზეიმობს

ალია ავტორი - ალია
11:28 03-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.

ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

აზერბაიჯანში ნოვრუზ დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. აქ ყოველი წლის 21-23 მარტი დიდი ზეიმით აღინიშნება. ნოვრუზის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე „აჰირ ჩარშამბაა“ (ბოლო ოთხშაბათი). დღესასწაულის თვეში ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას „უსკუსაც“ უწოდებენ. თვის ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) კაცები სასაფლაოზე გადიან, სურა „ფათიჰას“ კითხულობენ და შემდეგ სახლში ბრუნდებიან. ქალები ჰალვით, ფლავითა და სხვადასხვა საჭმლით საფლავების მოსანახულებლად გადიან.

„აჰირ ჩარშამბის“ ერთ-ერთი აუცილებელი ადათი სახლისა და ჭურჭლეულის საგანგებო წესებით დასუფთავება-გარეცხვაა. ასევე მნიშვნელოვანი წესია „წყალში ბეჭდის ჩაგდება“. ოთახის შუაში წყლით სავსე ტაშტს ქალიშვილები შემოუსხდებიან და ბეჭდებს შიგ თითო-თითო ყრიან. ბოლოს ერთი მათგანი ტაშტიდან ბეჭედს ამოიღებს. ვისი ბეჭედიც ამოყვება, მისთვის ის წელი ბედნიერი იქნება.

ნოვრუზის დღესასწაულზე კაცები და ქალები ცალ-ცალკე მოიყრიან თავს და ერთმანეთს მიულოცავენ. საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საჭმელს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ამ დღეს ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.

2009 წლის 30 სექტემბერს „იუნესკომ“ ნოვრუზი არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოაცხადა და მას შემდეგ 21 მარტი ნოვრუზი საერთაშორისო დღესასწაულად გამოცხადდა.

პანდემიისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, წელს დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved