• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება ანაფილაქსიისას ადრენალინი არ იყოს ეფექტური? – გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:33 03-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ანაფილაქსია – რა უნდა ვიცოდეთ?

რა დროში იწყება ანაფილაქსია?

70%-ში ვლინდება 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან

(იშვიათად 4 საათში, უფრო იშვიათად 12 საათში და კიდევ უფრო იშვიათად 24 საათში)

არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?

სამწუხაროდ, არა

თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?

შეიძლება

თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?

ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში ადრენალინი ანუ ეპინეფრინი)

რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?

უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება

70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.

10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;

30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.

20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით

რა იწვევს ანაფილაქსიას?

ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა

რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?

ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:

1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით

2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)

3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)

რა არის ანაფილაქსიის მეორე ტალღა?

80%-ში ანაფილაქსია ერთტალღიანია

20%-ში შეიძლება განვითარდეს მეორე ტალღა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ადამიანს აქვს ანაფილაქსია, მერე მისი მდგომარეობა უმჯობესდება და გაუმჯობესებიდან 1-12 საათში ისევ ემართება მეორე შეტევა (ბიფაზური ანაფილაქსია)

რით მთავრდება ანაფილაქსია?

98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური სუნთქვა (საჭიროებისამებრ)

შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?

ძალიან იშვიათად

ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით, კეთდება კუნთის ნაცვლად კანქვეშ (გვიანდება მოქმედება) ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად

რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცვალების მიზეზი?

ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო

დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება

არითმია და მიოკარდიუმის ინფარქტი- გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო

რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?

ზოგადი ალბათობა არის 0.05%”

თეგები: გიორგი ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved