• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს – თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
13:46 03-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს – შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ვერც თანხმობას ვეტყოდით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება, მთავრობის ფორმირება ან არჩევნები ჩაიშალა.

მისი შეფასებით, დღეს არცერთი ეს პირობა სახეზე არ არის.

„ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს სისტემურად გაყალბდა არჩევნები – ვერ დადასტურდა და გაქარწყლებულია, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს, რომ არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. როდესაც გაყალბებას აბრალებ ხელისუფლებას და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე და გამოძიებაზეც უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდება.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ისევე, როგორც პატივს ვცემთ იმ მოქალაქეების არჩევანს, ვინც ოპოზიციური პარტიები აირჩია. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში და გვინდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს ზუსტად იმ განაწილებით, როგორც ის ხალხმა აირჩია. გვსურს, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევანი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში “- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved