• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს – გეოლოგი ლევან ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:47 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგი ლევან ჯაფარიძე ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლის პროცესში ჩაერთო და პროცესით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი განმარტება გააკეთა.

გეოლოგის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია.

„დღეს მე, როგორც სპეციალისტი, აქ პირველად ვარ და რა სურათიც ვნახე, ამ ყველაფერს საერთო არა აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან. რაც შეეხება შემდეგი მოქმედების გეგმას, აქ შესწავლილი უნდა იქნეს, ამ შრეების ხასიათი, საინჟინრო-გეოლოგიური მასალის შესწავლა უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა აისახოს დაზიანების სურათი, ნაპრალები, რაც სახეზეა, რამდენად შეიძლება ეს საშიში იყოს, არა მოსახლეობისთვის, არამედ გზისთვის, ხელმეორედ რომ არ იყოს საკეთებელი. წვიმა იქნება თუ მიწისძვრის ელემენტები, ისევ შეიძლება, გაჩნდეს ნაპრალები, შეიძლება რაღაც ნაწილი წამოვიდეს ქვემოთ და დააზიანოს აშენებული გზა. პრევენციულ ღონისძიებების კუთხით უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლისთვისაც უნდა მომზადდეს საინჟინრო-გეოლოგიური საფუძველი, ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია. ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ აქ მოსახლეობისთვის არაფერია საშიში. ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ.

თეგები: ლევან ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved