• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ვერ აიტანა ივანიშვილმა პარტიაში და როგორ “ტიპებს” ეძებს ახლა? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:44 03-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ალიას“ ესაუბრება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დავით, „ტვ–პირველის“  ეთერით  ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები რომ მოვისმინე, თქვენი ნათქვამი გამახსენდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ, სექტემბერში მითხარით ინტერვიუში –„ქართულ ოცნებას“, ახლო მომავალში, ისეთ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებს გაუვრცელებენ, როგორიც თავისი მნიშვნელობით, „ციხის კადრები“ იყო „ნაცმოძრაობისთვის“ და ეს მათი დასასრული იქნებაო. ვატყობ, მაქეთ მიდის საქმე. მწავვე შიდა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“ და რამდენიმე დაჯგუფება ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებიდან წამოსული რამდენიმე ყოფილი დიდი  გავლენის ჩინოვნიკი იმავეს აკეთებს. „ციხის კადრების“ წონისა და მნიშვნელობის ფაქტების გასაჯაროება ახლო მომავალში ნამდვილად არ გამიკვირდება. რას იტყვით გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტიკურობაც, ამ ჩანაწერების სამივე მოქმედმა პირმა დაადასტურა?

– რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მართვის სტილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უცხო ეგონა, იმიტომ რომ სხვა ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, დღეს ჩვეულებრივი ამბავია. „ქართული ოცნება“ დატოვეს ან პარტიიდან გაუშვეს ზნეობრივი ადამიანები. ხალხი, რომლებიც ყველაფერზე არ მოაწერდა ხელს, რომელთათვისაც პოლიტიკაში, ჩინოვნიკურ პოსტებზე მუშაობისას, არსებობდა ზნეობრივი ზღვარი, რომელსაც არაფრის ფასად გადააბიჯებდნენ, აქვთ პრინციპები, რომელთაც არაფრის გამო არ უღალატებენ. შესაბმისად, პარტიაში დარჩნენ უპრინციპო ადამიანები, ჩვეულებრივი კარიერისტები და ფულის მომხვეჭელი ადამიანები. ასეთი ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში, რომლებიც პარტიის პოლიტიკას განაპირობებენ. ამ ხალხს შინაგანი მოთხოვნილება აქვთ, ყველაფერს ჭუჭრუტანიდან უყურონ. ეტყობა, ივანიშვილსაც ასეთი მოთხოვნები აქვს და ღია და სამართლიანი ადამიანები ვერ აიტანა და გაუშვა პარტიიდან. ხომ გახსოვთ, ვანო მერაბიშვილის კაი კაცობასა და ზურაბ ადეიშვილის მაგარ მენეჯერობაზე რომ გველაპარაკებოდა ივანიშვილი? ჰოდა, ახლა ამგვარი ტიპების ძებნაზეა გადასული, ყველაფერზე წამსვლელ ხალხზე. ეს დავინახეთ ჩვენ გავრცელებულ ჩანაწერებში და მერე, ან ჩანაწერების „გამპრავებლებში“, ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელით რომ ამართლებდნენ ბერას, ჩუბინიძის და ღარიბაშვილის ქმედებებს. მარაზმატიკული სიტუაციაა ქვეყანაში. თვალთვალის, მიყურადების, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ჯერ ისევ პოპულარულია ჩვენში. ივანიშვილი ამ წესის ერთ–ერთი მქადაგებელია. სხვებს უთვალთვალებს და იწერს და მასაც იგივე პრობლემები შეექმნა. როდესაც შენსას არ სჯი თვალთვალის და მიყურადების გამო, მაშინ შენც იმავეს გაგიკეთებენ. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდება. ეს იწვევს ხალხის დემორალიზაციას. ერთი ნათელი წერტილი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ვერ გასცდა სხვისი ცხოვრების ჭვრიტინსა და ქექვას და საჯაროდ გამოტანას. ყველამ თავის ….. მამიდას მიხედოსო, კარგი ნათქვამია და ეს ვერ გაითვალისწინეს.

– ვატყობ, თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ეს ძველი ჩანაწერები არ იყო, რასაც ხლართავენ და ცდილობენ იმის დამტკიცებას, თითქოს 2011 წლის ჩანაწერებია, როდესაც ღარიბაშვილი და ჩუბინიძე არ იყვნენ ხელისუფლებაში.

– არა, რა ძველი ჩანაწერებია, ახალია. ახლა კიდევ ცდილობენ,  ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავს იძახიან. მათი ყველა ახალი განცხადება, ახალი განმარტება, ახალ ეჭვებს აღძრავს. უმჯობესია, ენას კბილი დააჭირონ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და ეს მათთვის უფრო იოლი იქნება. ხალხი ამას უფრო გაიგებს, ვიდრე მათი გასულელების მცდელობას.

– ეს არის „ნაცების“ სტილი. ყველა შეცდომისა და დანაშაულის ჩაფარცხვა, არ აღიარება და „გაპრავება“.

– იგივეა, იგივე პოლიტიკა გრძელდება და დღეს „ნაცებით“ არის გავსებული „ქართული ოცნება“.

– ამ ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურის არაადეკვატურ რეაგირებაზე რას იტყვით?

– სად გვყავს პროკურატურა ან სასამართლო?! ახლა მივმართე სამართალდამცავებს, რომ სოციალური ქსელით ჩემი მაგინებლების მიმართ იმავე მეთოდების გამოყენების ლეგიტიმურობის შესახებ, რაზედაც ბერამ მოგვიწოდა ჩვენ და რა მეთოდითაც ასწორებდა ანგარიშს მის მაგინებლებთან. მაინტერესებს, რა პასუხს მივიღებ. უნდა გადავიდე ქართულ–ჯიგრულ ვარიანტზე, მუშტი–კრივზე. ჩვენ დავბრუნდით პირველ თემურ წყობილებაში. ეს ცხოვრება მორევაზე ყოფილა – არც კანონია, აღარც პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო. შეგვიძლია ახლა, სხვა და სხვა ძალისმიერი მეთოდებით ვიბრძოლოთ საკუთარი ღირსების დასაცავად. სამარცხვინოა, რა. რეალურად, მგონი თვითონაც ვერ ხვდებიან, რაზე საუბრობენ და რას ამართლებენ. ეს უკან დაუბრუნდებათ. მოვა დრო, წასასვლელი და საჩივლელი არსად ექნებათ. ყველგან ეს სიტყვები დახვდებათ, რომ ეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირადი შურისძიება, თქვენ თვითონ დააკანონეთ ამ ქვეყანაშიო. მუდმივად ხელისუფლებაში რომ არავინ ყოფილა, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ესენი ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებასაც ვერ ხვდებიან და ესეც არ ესმით. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, ამ ანდაზამ ამდენ ხანს იმიტომ გაძლო, რომ მასში ჩადებული აზრი, სიბრძნე, შინაარსი ყოველთვის მართლდებოდა. ამ ადამიანებს მძიმე მოსამკელი აქვთ, იმდენ ცუდს სთესენ და ახლოა ის დრო, როდესაც მკას დაიწყებენ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: დავით ჭიჭინაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved