• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე, ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
12:07 03-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურას სავარაუდოდ აინტერესებს, თუ როგორ მოხვდა ჩანაწერები ტელევიზიაში. სწორედ ეს წერია იმ განჩინებაში, რომლითაც სასამართლომ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, პროკურატურა ითხოვს აუდიოჩანაწერს და განჩინებაში სწორედ ეს იგულისხმებოდა. პროკურორის განცხადებით, ელექტრონული მატარებლის შესახებ განჩინებაში ჩანაწერი სწორედ იქიდან გამომდინარე იყო, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში ჩანდა ელექტრონული მატარებელი და კონვერტი, რომლითაც ჟურნალისტმა აუდიოჩანაწერები მიიღო.

„დღესაც პროკურატურა მზად არის, მიიღოს ის აუდიოჩანაწერი, თუ, რა თქმა უნდა, ტელეკომპანიას და ჟურნალისტს სურვილი ექნებათ, რომ ეს ჩანაწერი გადმოგვცენ. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიოჩანაწერი მიტანილია კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშმეხსიერების ბარათზე. ბუნებრივია, ვიხელმძღვანელეთ ამ სიუჟეტით. რამე სადავო ფაქტია, რომ მიტანილი იყო ტელეკომპანიაში აუდიოჩანაწერი? ვინმე უარყოფს ამას?“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა არ იგეგმება და განჩინება თავისი არსით არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს.

„ამოღება ნიშნავს იმას, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან და ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ნებაყოფლობით”, – განაცხადა კოტრიკაძემ.

„არ ვაპირებთ, რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება, ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები, რომელიც წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის განცხადებით, ტელეკომპანია მზად არის, პროკურატურას გადასცეს აუდიოჩანაწერები, თუკი შესაბამისი განჩინება იქნება, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ეს საკითხი გადაწყდება იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved