• რეკლამა
  • კონტაქტი
21:54, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს – ექიმი მამუკა მაჩაიძე

ალია ავტორი - ალია
12:57 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და AstraZeneca-ს ირგვლივ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება.

მამუკა მაჩაიძე მიიჩნევს, რომ ვაქცინა “თრომბის” შემთხვევების რიცხვს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც და ამის დამადასტურებლად შესაბამისი სტატისტიკა მოჰყავს.

„მინდა ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს და ყოფილ სტუდენტს მივულოცო ამერიკის რეზიდენტურაში მოხვედრა, მეამაყება რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მოდის შტატებში განათლების მისაღებად!

რაც შეეხება ვაქცინებს, მგონია რომ ბოლო წლის განმავლობაში ყველამ საკმარისად დავკარგეთ საყვარელი ადამიანები იმისთვის რომ ამჯერად ასტრაზენეკას გამო არ დავინდოთ ერთმანეთი…

მე არც მორალური და არც ეთიკური უფლება მაქვს და არ გავკადნიერდები, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოვუწოდო ან არ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რა თქმა უნდა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ემოციას ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, არ არის ასე რთულად საქმე:

18 მილიონზე მეტი აცრილიდან „თრომბი“ დაუდგინდა 32 ადამიანს; ის რომ კოვიდით გამოწვეული თრომბი ძალიან ხშირია ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური რადგან ვაქცინა თუ კოვიდისგან დაგიცავს, თრომბის რისკსაც შეამცირებს, ეს ისედაც ნათელია, აქ ვაქცინის უსაფრთხოებაზეა საუბარი.

ამიტომ შესადარებელი ჯგუფი ამ შემთხვევაში არის ზოგადად „თრომბის“ ახალი შემთხვევები, რაც სქესის და ასაკის მიხედვით იცვლება მაგრამ საშუალოდ 110-130 შემთხვევაა 100 ათასზე.

ანუ რა გამოდის, ხვალ რომ თეორიულად მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი არავაქცინირებული შევამოწმოთ, 15000-ზე მეტს შეიძლება დაუდგინდეს „თრომბი“, ანუ რეალურად გამოდის რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს.

რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ ამ რიცხვებით ვაქცინა რომ თრომბს დაუკავშირო ჩემი აზრით სასაცილოა.
ამიტომ მე პირადად ძალიან მიკვირს, ეს რატომ გახდა მიზეზი თუნდაც 2 კვირით ვაქცინაციის შეჩერების (40 ზე მეტი ქვეყანა აგრძელებს სხვათა შორის), რა თქმა უნდა ეს მე თუ დავთვალე 3 წუთში როგორღაც გერმანია და საფრანგეთიც მოახერხებდა, ხო და მალე გაირკვევა იმედია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რატომ უნდა დავლოდებოდით ხარისხიან ვაქცინას, რამხელაზეა თამასა აწეული და რამდენ ფილტრს და მარეგულირებელს გადის სანამ ჩვენამდე მოვა. ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით…
600 აცრილი და 4000 დარეგისტრირებული ექიმი არის მედპერსონალის ~7%, რაც საშინლად დაბალი რიცხვია, მაგრამ ამას უამრავი მიზეზი აქვს… ხოდა თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთ ლოგიკურ გზას ვხედავ რომ პორტალი გაფართოვდეს შემდეგი რგოლისთვის.

ჩემზე ბერვად უფრო გამოცდილ და ჭკვიან კოლეგებს საქართველოში, ვინც აიცრა ან დარეგისტრირდა, არც კი ვაკადრებ რომ დავამშვიდო, იმიტომ რომ არ ჭირდებათ! წარმატებები!“, – წერს მამუკა მაჩაიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.

ამასთან, ცნობილია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved