• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიწისძვრის დროსაც კი დამბის გარღვევა გამორიცხულია“ – ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“

ალია ავტორი - ალია
12:52 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაიზარდოს. 

„სამწუხაროდ, ალბათ მოსახლეობასთან ის კომუნიკაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი შეფასებისას არის გათვალისწინებული, არ არის საკმარისი და მეტია გასაკეთებელი კომუნიკაციის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით ჰესის მშენებლობის პროექტირებისას გარემოზე ზემოქმედების კვლევა მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ჩატარდა და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი დამბის დაშლის საკითხი გამოირიცხა.

„პროცესში საერთაშორისო, ამ კონკრეტულ სფეროში ყველაზე გამოცდილი საექსპერტო კომპანიები იყო ჩართული, როგორიც არის იტალიური და შვეიცარიული.

დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად არ არსებობს შანსი, რომ მოხდეს იგივე მიწისძვრის შედეგად ასეთი დამბის გარღვევა, ასეთი კონსტრუქციის ნაგებობასთან მიმართებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ოპონენტი ექსპერტები ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედებენ და ამას იყენებენ.

„გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როცა იყო საუბარი გარემოზე ზემოქმედებაზე, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ ინფორმაცია არ იყო გამჭვირვალე. თქვენ იცით, რომ ყველა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირი პროცესი უბრალოდ არ იმართება.

ეს ყველაზე კარგად იციან ექსპერტებმა, შესაძლოა არ იცოდეს რიგითმა მოქალაქემ, მაგრამ იციან მათ, ვინც ჩვენ გვიჩივიან ად ჩვენთან რაიმე დავაში არიან. ისინი სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ამას იყენებენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია მედიის მეშვეობით, რათა მათ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved