• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკანორ მელიას ნიკანორ მანდელად გადაქცევა სურთ და “ოცნება” ქვეყნის გარედან წამოსულ დავალებას ასრულებს – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
22:19 02-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:

– რატომ მოუხსნა პარლამენტმა მეორედ იმუნიტეტი ნიკანორ მელიას და რატომ გადადგა გახარია, ზოგადად რა პროცესთან გვაქვს საქმე?

– საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნიკანორ მელიას ნიკანორ მანდელად გადაქცევა სურთ და ოცნების ხელისუფლებაც ქვეყნის გარედან წამოსულ დავალებას ასრულებს. სხვაგვარად წარმოუდგენელია რატომ უნდა აქციონ  მელია დევნილად და რატომ უნდათ გააცოცხლონ ისევ მიძინებული ოპოზიცია? მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნაზე კანონს დავემორჩილეთო, მთელ ოპოზიციას რომ არ მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება და პარლამენტის რეგლამენტი დაარღვიეს, მაშინ არ იყო კანონის დარღვევა? თან რა საოცარი ლოგიკის ფონზე, ოპოზიცია არასახელმწიფოებრივად აზროვნებსო, საბოტაჟს აწყობსო და აი ამ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს უფლებამოსილებას არ შევუჩერებთ, პარლამენტში უნდა შემოვიყვანოთო… როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს აკავებენ, რომელმაც არჩევნებზე 27% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა, თან იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური სპექტრი (მოგვწონს თუ არა) არ შედის პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, რა რეზონანსი ექნება ამ დაკავებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? განა სწორედ მაგ მეგობარი ქვეყნების ელჩების ზეწოლის საფუძველზე არ გამოუშვეს შარშან ციხიდან ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა? განა მათ არ აიძულეს ოცნება არჩევნები 120/30–ზე ჩაეტარებინათ? ახლა, როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიკავებდნენ? გახარია ხვდებოდა ამას და წინააღმდეგი იყო მიძინებული ოპოზიციის გამოცოცხლების. ეს პარლამენტი 4 წლიან ციკლს ვერ დაასრულებს, საკითხავია თარიღი, თუ როდისთვის ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები. წელს 100 წელი სრულდება დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისტორიას გამეორებები უყვარს!

ნანა სულავა, ალია

თეგები: ზვიად ტომარაძეირაკლი ღარიბაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved