• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგვეცით “Спутник V” ვაქცინა – სიცოცხლე მტრობაზე მაღლა დგას” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:56 02-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალური ქსელით ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:

“საქართველოს შრომის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს,

ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს,

ქალბატონო ეკა, გამოვხატავ პატივისცემას თქვენს მიმართ და მოგმართავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით. ვარ ექიმი, ძირითადი განათლებით თერაპევტი, სპეციალობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ანუ მორფოლოგი, სპეციალობაში 30 წელზე მეტი მუშაობის სტაჟით.

ჩემი სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად ვერკვევი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების პათოგენეზში და ვიცი, რა არის მათი მორფოლოგიური სუბსტრატი. სწორედ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, დავსვა თქვენს წინაშე საკითხი, რომელიც ბევრი ადამისნის სიცოცხლეს და არჩევანს ეხება, ჩემსასაც, მათ შორის.

კარგად მესმის, რომ კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა ობიექტურ სირთულეებს უკავშირდება. ვაფასებ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ ბეწვის ხიდზე გაიარა და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის ხარჯზე, შეუძლებელი შეძლო!

ვაქცინაციის მოლოდინში, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რომელი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და იქნება თუ არა ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც, დამეთანხმებით, ჩვენი ფუნდამენტალური უფლებაა, როგორც სიცოცხლის უფლება. ექიმის და მკურნალობის არჩევის უფლება ხომ, ჩვენდა საამაყოდ, უზრუნველყოფილია საქართველოს კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

როგორც ექიმი, მუდმივად ვეცნობი ახალი ვაქცინებთან დაკავშირებულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურას.

კოვიდმა უახლოესი, ძვირფასი ადამიანები და ღირსეული კოლეგები წაგვართვა, და როგორც ექიმი, კარგად ვაცნობიერებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ, გაგებით ვეკიდები და პატივს ვცემ იმ ადამიანების ნებას და უფლებას, ვისაც არ სურთ ვაქცინაცია.

ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნებმა მაღალი შეფასება მისცეს ვაქცინას “სპუტნიკ ვი”(“Спутник V”)-ც, რომლის შექმნაშიც, როგორც რუსული და დასავლური პრესა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წერენ, 25-წლიანი შრომა შეუღლებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ვაქცინა ძვირი არ არის (10 $) და მისი შენახვის პირობებიც უმარტივესია და ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემებში ვაქცინის ნებართვის განხილვის პროცესი დაწყებულია.

ქალბატონო მინისტრო, პატივს ვცემ სახელმწიფოს მცდელობებს, რომ საქართველოში შემოიტანოს ცნობილი ვაქცინები, მაგრამ, ამის პარალელურად, გთხოვთ, მოიძებნოს რაიმე ტიპის მექანიზმი, რომ საქართველოში, მსურველთათვის, შემოვიდეს ვაქცინა “Спутник V””-ც. ვინაიდან გადაადგილება ქვეყნებს შორის შეზღუდულია, ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელში და მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით შეიძლება მისი შემოტანა, მოგმართავთ წინადადებით, იყოს ამ ვაქცინის შემოტანა ფასიანი, ხოლო ჩვენ, ვინც ამ ვაქცინაზე გავაკეთებთ არჩევანს, სოციალური სოლიდარობის სახით, ნებაყოფლობით, ერთი ვაქცინის თანხის გადახდისას, გადავიხდით მეორე ვაქცინის თანხას, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობ, სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეს გაუკეთდება.

გთხოვთ, ამქვეყნად უზენაესის, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და მკურნალობის არჩევანის დაცვის სახელით, დაიწყოთ ამ საკითხის განხილვა, რათა ვაქცინა “Спутник V” ხელმისაწვდომი გახდეს მსურველთათვის.

არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევ კონკრეტულ ვაქცინას, არც არავისი დარწმუნება არ მსურს-მხოლოდ არჩევანის უფლება. ვისაც გვჯერა, მოგვეცეს “Спутник V”-ით ვაქცინაციის საშუალება, ვისაც არ სურს, ეს მისი ნებაა და პატივს ვცემ.

მე, როგორც ექიმი, რომელსაც მჭიდრო შეხება მაქვს მეცნიერებასთან, ვაღიარებ და მჯერა, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მეცნიერებას, ხელოვნებას, კულტურას არ აქვს საზღვრები და ეს ღირებულებები ნებისმიერ პოლიტიკურ განწყობებზე, დამოკიდებულებებზე და კლიშეებზე მაღლა დგას, მტრობაზეც მაღლა დგას.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“

თეგები: ეკატერინე ტიკარაძემაია ნიკოლეიშვილიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved