• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბებია-ბაბუებს აეკრძალოს ბავშვების სკოლაში ტარება” – მაია ბუწაშვილის 4 რჩევა სკოლებისთვის

ალია ავტორი - ალია
20:08 02-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

“ჩემს წინა პოსტში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი წერს, რომ სკოლებში რეგულაციების დაცვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სრულად აცილება ვერ მოხდება (და ვირუსის გავრცელების ისედაც უამრავი რისკია ჩვენს გარშემო), მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით რისკების შემცირებაზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. თუნდაც ისეთი გარემოს შექმნა, რომ ინფექცია მთელ სკოლაში ერთდროულად არ გავრცელდეს და კლასები მაინც იყოს ერთმანეთისგან იზოლირებული. სხვა ბევრ საშუალებასთამ ერთად (როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა ნაკადები და შერეული მოდელი – ონლაინ და ფიზიკური დასწრების მონაცვლეობა), ახლა უცებ რაც მახსენდება, რისკის შემცირების ეფექტური საშუალება იქნება სკოლის კვება არა საერთო კვების პუნქტში, არამედ საკლასო ოთახებშივე ინდივიდუალურად შეფუთული საკვების პაკეტების და ერთჯერადი ჭურჭლით (ბევრ ქვეყანაში ისედაც ასეთი კვებაა). ეს ისედაც კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენს სკოლებში ჰიგიენის პრობლემების გამო წვეთებით და კონტაქტური გზით გადამდები სხვა რესპირაციული ინფექციები და დიარეული დაავადებები ელვის სისწრაფით ვრცელდება ხოლმე და ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ საკვები პუნქტების დაბალი ჰიგიენური დონეა. პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია მონდომების და სურვილის შემთხვევაში.

მეორე მაგალითი, იმ სკოლებში, სადაც ბავშვები სხვადასხვა კაბინეტებში შედიან, გადაერთნონ მოსწავლეების ერთ ოთახში დარჩენის მოდელზე და ამ გზით სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდება.

მესამე რეგულაცია: ბებია-ბაბუებს აეკრძალოს ბავშვების სკოლაში ტარება, რომ თავიანთი ბავშვების გარდა სხვებთანაც არ შევიდნენ კონტაქტში.

მეოთხე: დათბობასთან ერთად მოიმატოს ღია სივრცეში ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობამ.

მოკლედ, რეგულაციების დოკუმენტის ექსპრომტად შექმნის პრეტენზია არ მაქვს და შეიძლება რაღაცეებს სწორ ჭრილში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რისკების შემცირებაზე მუშაობა და წვალება ღირს, როცა სასწორის მეორე მხარეს მომავალი თაობის ინტერესებია.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved