• რეკლამა
  • კონტაქტი
16:28, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა” – ემოციური კადრები მთაწმინდიდან

ალია ავტორი - ალია
20:37 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

სა­ქარ­თვე­ლოს “პირ­ველ­მა არ­ხმა” მთაწ­მინ­დის პარკში ლე­გენ­და­ლურ და­ვით სო­კო­ლოვს ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნა.

ბოლო წლე­ბია და­ვით სო­კო­ლო­ვი მძი­მე სენს ებ­რძვის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი დიქ­ტო­რის ახლო მე­გო­ბა­რია.

რო­გორც Ambebi.ge-ს მაკა რაზ­მა­ძე უყ­ვე­ბა, მას შემ­დეგ, რაც დიქ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ვარ­კვლაკ­ვის გახ­სნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მწო­ლი­ა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკე­თე­სად გახ­და…

– და­ვით სო­კო­ლო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა ბოლო დროს არა­ერ­თხელ დამ­ძიმ­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდა მის­თვის ვარ­კვლა­ვის გახ­სნა. ორ კვი­რა­ში მოხ­და ორ­გა­ნი­ზე­ბა მისი ვარ­კვლა­ვის გახ­სნის. „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ დი­რექ­ტორ­მა თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, რუ­სუ­დან მან­ჯგა­ლა­ძემ და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ კარ­გად ჩა­ევ­ლო ღო­ნის­ძე­ბას.

– რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ვარ­სკვლკავს უხ­სნიდ­ნენ, რო­გო­რი იყო მისი რე­აქ­ცია?

– ბა­ტო­ნი და­ვი­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მისი ვარ­კვლა­ვი უნდა გახ­სნი­ლი­ყო. სა­ოც­რე­ბა მოხ­და, მა­შინ­ვე მომ­ჯო­ბინ­და და მო­ი­თხო­ვა, რომ დას­წრე­ბო­და ღო­ნის­ძე­ბას. მარ­თა­ლია, ეტ­ლით მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ფეხ­ზე იდგა და ისე იღებ­და მი­ლოც­ვებს, სას­წა­უ­ლი მოხ­და.

– რა სი­ტყვე­ბი წარ­მოს­თქვა გახ­სნის დროს?

– ცრემ­ლის გა­რე­შე ამ დღეს არ ჩა­უვ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის არ არის გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნი. იტი­რა იმ და­ფა­სე­ბის­თვის, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, გული აუ­ჩუყ­და. მად­ლო­ბე­ბის გარ­და, წა­ი­კი­თხა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ლექ­სი, „თავს არ მო­იკ­ლავს ქარ­თვე­ლი არა…“

– ახლა ვინ ზრუ­ნავს მას­ზე, გვახ­სოვს, ცოტა ხნის სა­კუ­თა­რი ბინა მი­ი­ღო, რის­თვი­საც კახი კა­ლა­ძეს უხ­დი­დით მად­ლო­ბას…

– გახ­სოვთ ალ­ბათ, რომ ბა­ტონ და­ვითს თბი­ლი­სის ომის დროს და­ეწ­ვა ბინა და მას შემ­დეგ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და კუთ­ვნილ სახ­ლს. და­ვით სო­კო­ლო­ვი არ არის უბ­რა­ლოდ დიქ­ტო­რი, ის ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის წინა ხაზ­ზე იყო ყო­ველ­თვის. ბი­ნაც შე­წი­რა ამ ყვე­ლა­ფერს და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კახი კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­უგ­ვარ­და ეს პრობ­ლე­მა და ახლა თა­ვის რძალ­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ისი­ნი უვ­ლი­ან, სას­წა­უ­ლი რძა­ლი ჰყავს, მაგ­და ბორ­ძე­ლა­ძე, ისე­თი მა­გა­რი გო­გოა, რომ ზოგს შვი­ლი არ ეყო­ლე­ბა ასე­თი, ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი იბ­რძვის მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

– რო­გო­რია ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

– რო­გორც იცით, ბა­ტო­ნი და­ვი­თი მძი­მე სენს ებ­რძვის და პე­რი­ო­დუ­ლად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ხოლ­მე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს ისე ბრწყი­ნავ­და, მას რა მო­ე­რე­ვა ამის შემ­დეგ, არ ვიცი. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო და ისე­თი მუხ­ტი მი­ი­ღო, რომ იმე­დი მაქვს, დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კი­დევ ჯან­მრთე­ლად.

თეგები: დავით სოკოლოვიმაკა რაზმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved