• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუპერმდიდრებმა პანდემიის დარტყმას თავი უკვე დააღწიეს, ღარიბებს კი ამისთვის 10 წელი დასჭირდებათ” – “ოქსფამის“ ანგარიში

ალია ავტორი - ალია
11:51 01-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ცხრა თვე – სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა მსოფლიოს უმდიდრეს 1000 ადამიანს ძალების აღსადგენად მას შემდეგ, რაც მათ ქონებრივ მდგომარეობას კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა. შედარებისთვის, ათ წელზე მეტი დრო დასჭირდება იმას, რომ მსოფლიოს უღარიბესმა ადამიანებმა ძალები აღიდგინონ. ამის შესახებ “ოქსფამის“ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უთანასწორობას ეხება. ანგარიშის მიხედვით, პანდემიამ შესაძლოა გაზარდოს ეკონომიკური უთანასწორობა თითქმის ყველა ქვეყანაში.

“ღარიბებსა და მდიდრებს შორის დიდი განსხვავება ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც კორონავირუსი. შერყეული ეკონომიკებიდან სიმდიდრე კლავ მდიდარი ელიტისკენ მიემართება, რომლებიც პანდემიისგან თავის დაღწევას ისევ ძვირადღირებული სერვისებით ცდილობენ, მაშინ როდესაც პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლები – ჯანაცვის მუშაკები, მაღაზიების კონსულტანტები, ბაზრობების მოვაჭრეები – გადასახადების გადახდას და საკვების ყიდვას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა “ოქსფამის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუჰერმა.

გარდა ამისა, პანდემიამ აჩვენა უთანასწორობა სხვადასხვა რასის, სქესისა და შემოსავლების მქონე მოსახლეობას შორის. მაგალითად, 112 მილიონით ნაკლები ქალი დადგებოდა სამსახურის და შემოსავლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, ქალები და კაცები პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში თანაბრად რომ იყვნენ წარმოდგენილი.

საგულისხმოა ისიც, რომ მდიდრების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, “ოქსფამის“ მონაცემებით, მილიარდერების ქონება გასული წლის მარტიდან დეკემბრამდე $3.9 ტრილიონით გაიზარდა. პარალელურად კი, გლობალურად, ღარიბი ადამიანების რიცხვმა 500 მილიონით იმატა.

სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშების თანახმად, ღარიბები პანდემიამ კიდევ უფრო გააღარიბა. მსოფლიო ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პანდემია სულ მცირე 60 მლნ ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს.

“ოქსფამის“ დირექტორის თქმით, იმისათვის რომ უთანასწორობა შემცირდეს, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველას ჰქოდეს თანაბრად კორონავირუსის ვაქცინაზე და ასევე ფინანსური დახმარებაზე წვდომა.

წყარო: forbes.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved