• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილი ადამიანების ნათლიამირონობა – ვინ ვისი ნათლია-ნათლულია?

ალია ავტორი - ალია
15:37 01-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

ნათლიამირონობის საიდუმლო ეკლესიის 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია. მორწმუნეებს სწამთ, რომ ეს სულიერი კავშირი 9 თაობას უძლებს, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათელმირონობა ერთ თაობასაც კი ვერ უძლებს, ხოლმე.

ხშირად პოლიტიკოსები შვილებს პოლიტიკურ პარტნიორებს ანათლინებენ, თუმცა პოლიტიკური მეგობრობის დასრულებასთან ერთად, მათი ნათლიამირონობაც სრულდება.

ცნობილია, რომ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბერას ნათლიაა.

ივანიშვილებისა და ჭოხონელიძეების ურთიერთობა 20 წელზე მეტს დროს ითვლის.

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს, არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან მხოლოდ სიკეთე ახსოვს.

ახლა კი ჭოხენელიძეებისა და ივანიშილების ოჯახებს შორის დისტანცია გაჩნდა.

ბერა ივანიშვილი, კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შვილების ნათლიაა.

ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მათ შორის არიან თბილისის მერის კახი კალაძის უფროსი ვაჟი, ლევანიკო და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, გაბრიელი.

ლევანიკო კალაძე 2011 წელს გაქრისტიანდა, ღარიბაშვილის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა.

ედუარდ შევარდნაძე ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის შვილების ნათლია იყო.

გაგიკვირდებათ და საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე მისი მთავარი ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდის ნათლია იყო. მიხეილმა სახელიც მის საპატივცემულოდ დაარქვა. ვინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ისინი ასე გადაემტერეობდნენ ერთმანეთს?

აგრეთვე, შევარდნაძის ცნობილი ნათლულები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, რომლებთანაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ურთიერთობა გაწყვიტა.

ედუარდ შევარდნაძე კი ანა კალანდაძემ და ილია მეორემ მონათლეს.

1992 წლის 7 მარტს, შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. 1992 წელს ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მართლმადიდებლური წესით მოინათლა და ნათლობის სახელი გიორგი ეწოდა. რიტუალი მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა შეასრულა. მისი ნათლიები იყვნენ საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი ილია II და პოეტი ანა კალანდაძე.

წყარო – დაიჯესტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved