• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხმა რომ ამოვიღოთ, აქეთ მოგვ@@ნავენ დედას” – რა მოხდა დუშეთის პანსიონატში?

ალია ავტორი - ალია
17:26 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გუშინ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში 51 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. წყაროს ცნობით, თინათინ ბლიაძემ, რომელსაც წლებია ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეტლს იყო მიჯაჭვული, გუშინ სადეზინფექციო ხსნარი დალია და შეუძლოდ გახდა. დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს ბენეფიციარი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ბენეფიციარები თინა ბლიაძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ საუბრობენ:

„სადეზინფექციო ხსნარი დალიაო ამბობენ. ფოიეში იყო ხსნარი. მის ოთახში არ შეგვიშვეს. ახლა ამას კი არ იტყვიან რითი მოკვდა, სხვა რამეს ეტყვიან ოჯახს. ამაზე ხმა რომ ამოვიღოთ აზრი არ აქვს, აქეთ მოგვ… დედას. თინამ, რომ სადეზინფექციო ხსნარი დალია ეგ ჩვენ არ უნდა ვთქვათ. “

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ორჯერ მოხდა;

„გამოძახება 16 იანვარს, 00:18 საათზე მოხდა, ჩვენი ეკიპაჟი 00:22 საათზე უკვე ადგილზე იყო. ქალბატონს ჰქონდა ზედაპირული ტრავმა, ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. 17 იანვარს იყო მეორე გამოძახება 16:48 საათზე და ეკიპაჟი უკვე ადგილზე16:56 საათზე იყო. სამწუხაროდ, პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“

დუშეთის პანსიონატის დირექტორი, გიორგი მარტყოფლიშვილი “პრაიმტაიმთან” ბენეფიციარის გარდაცვალებას ადასტურებს:

„გიდასტურებთ, გუშინ პანსიონატში გარდაიცვალა ჩვენი ბენეფიციარი თინათინ ბლიაძე. სასწრაფო, რომ მოვიდა ჯერ ისევ თბილი იყო მიცვალებული. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და სიკვდილის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

თინათინ ბლიაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. რამდენჯერმე სტაციონარიდან გამოიქცა. ის ყოველთვის უარს ამბობდა საავადმყოფოში მკურნალობაზე. დიდი ხანია რაც შეუძლოდ იყო. ოქტომბრიდან მოყოლებული ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში იმყოფებოდა სამკურნალოდ. ჯერ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

მოითხოვა სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლი, რაც არ დაუკმაყოფილეს და კლინიკა მეორე დღესვე დატოვა თვითნებურად. დაახლოებით ერთი თვის მერე გადაყვანილი იყო ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში, რომელიც ასევე თვითნებურად დატოვა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გადაყვანილი იყო ებრაულ კლინიკაში, ისიც თვითნებურად დატოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზი სიგარეტი და ალკოჰოლის მოთხოვნა იყო, რაც არ დაუკმაყოფილა პერსონალმა და ამის გამო ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენა…

სამივე შემთხვევაში მისი სტაციონარში გადაყვანის მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება იყო. მეოთხე შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესთავაზა კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ არ გაჰყვა. მას ფეხები ძალიან ჰქონდა შესიებული. აწუხებდა ჰაერის უკმარისობა, სატურაცია ხანდახან 65 ნიშნულზე ჩამოდიოდა“, – განაცხადა გიორგი მარტყოფლიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved