თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა – დაშავდა ორი პოლიციელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები