• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ” – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
13:35 01-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიან მოქალაქებს შორის მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთელ ეხმაურება.

დეპუტატი ამჟამად, თავის მიერ გავცელებულ მიმართავაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებს “ქართველების და მუსლიმების” შესახებ მისი განცხადებიდან შინაარსის გამოტანა გაუჭირდათ. ამას კი საბჭოთა განათლების სისტემას აბრალებს.

“სამწუხაროდ , ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექსტს კარგავენ . ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით..

მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა, რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს , ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!

ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ არა რასაც დაატარებთ წინ და უკან… ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია ..

ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე- ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა , ისევე როგორც დაფასება

ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა : მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ქონდა ადგილი (?)”. – წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი, ნინო წილოსანი მუსლიმი და ქრისტიანი მოქალაქეების დაპირისპირების დროს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ, ბუკნარში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ “ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის”.

ცნობისთვის, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა. 14 დეკემბერს კი ჩოხატაურის მუსლიმმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მონაწილეები ითხოვენ, რომ გაიმართოს შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved