• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეჩვენება, რომ შესაძლოა “მესამე ირაკლი” აღმოვაჩინო – “ოცნების” მესაფლავე” – ბაჩუკი ქარდავა

ალია ავტორი - ალია
11:27 01-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

რატომ გახდა ირაკლი კობახიძე “ოცნების”თავმჯდომარე და რა ნიშნით აირჩია იგი იანიშვილმა ახალ მემკვიდრედ – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ტვ პირველს თოქშოუ “შაბათის რეაქციაში” განაცხასდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა მისთვის ყველაზე მარტივად მართვადი ადამიანი და ეს არის კობახიძე.

მისი თქმით, კობახიძე დღემდე იყო გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის გეგმების. “რაც არ უნდა ბევრი სისულელე ეთქვა ივანიშვილს ყველაფერს ახმოვანებდა კობახიძე” – ამბობს ქარდავა.
თოქშოუს წამყვანის, ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, რომ მანაც, ალეკო ელისაშვილის მსგავსად, თავის დროზე, “მეორე კობახიძე” აღმოაჩინა, რომელიც არასოდეს ამბობდა უარს სატელევიზიო ეთერბში მოანწილეობაზე, სანამ ის დამოუკიდებლად იღებდა ამ გადაწყვეტილებას, ედპ-ს ლიდერი პასუხობს, რომ შესაძლოა მან მესამე ირაკლი აღმოაჩინოს, რომელიც ამჯერად, ივანიშვილის პარტიის მესაფლავე გახდება.
”მე მაინც მეჩვენება, რომ მესამე კობახიძეც შეიძლება აღმოვაჩინო – მესაფლავე… მე მგონია, რომ კობახიძე არის ქართული ოცნების მესაფლავე. ბიძინა ივანიშვილი, მის ავტორიტეტის კლების პარალელურად, ყოველთვის აწინაურებდა მასზე დაბალი რესურსის მქონე ადმიანებს თავის გუნდში” – თქვა ედპ-ს ლიდერმა.

ქარდავას თქმით, ვისაც მის შემცვლელად არ დატოვებდა ეს არის კალაძე, რომელსაც გუნდის სხვა წევრებთან შედარებით საკუთარი რესურსი აქვს.
“მოვედით კობახიძემდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი კალაძეს არ დანიშნავდა. რადგან კალაძეს, გარდა პარტიისა, გარკვეული რესურსი აქვს, ყოველ შემთხვევაში კალაძე ყველაზე კარგად გამოიყურება იმ ჩაბანძებულ გუნდში, “ქართულ ოცნებაში” და ცხადია, კალაძეს არ დააწინაურებდა. მან შეარჩია კობახიძე, რომელსაც არ აქვს რეიტინგი არც გარეთ, არც შიგნით პარტიაში, იგი მართვადია ბიძინა ივანიშილისთვის. კობახიძე დღემდე იყო გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის გეგმების. რაც არ უნდა სისულელე ეთქვა და ძალიან ბევრი ასეთი სისულელე გაახმოვანა. მე ვიცნობ ამ ადამიანს, კობახიძე არ არის ისეთი გაუნათლებელი და ისეთი სისულელეების მთქმელი, რასაც ხშირ შემთხვევაში ახმოვანებდა. ასეთი ყურმოჭრილი მონა სჭირდება ივანიშვილს სწორედ პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა სჭირდება თუ არა ეს პარტია – ჯერ კიდევ საკითხავია” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved