ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 94 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 94 465 774 შემთხვევა გამოვლინდა, 2 021 733 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 51 986 569 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 747 781 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 395 691 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები