ზუგდიდში უბედური შემთხვევა მოხდა. ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში კაცის ცხედარი დახვდათ. სავარაუდოდ, ის ძლიერი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა.
ადგილზე იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები