„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე მოქალაქე.
აქტივისტები სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დააკავეს, როცა მომიტინგეები საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან მათ საპარლამენტო არჩევნები გააყალბეს.
კომენტარები