• რეკლამა
  • კონტაქტი
14:14, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი აქვთ ხელფასი ქართველ ელჩებს და რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს დიპლომატიური კორპუსის შენახვა

ალია ავტორი - ალია
13:38 01-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

რა უჯდება საქართველოს დიპლომატების მუშაობა თუ ცხოვრება ამა თუ იმ ქვეყნებსა თუ საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებში – ამ თემაზე “პრაიმტაიმმა” სტატია დიპლომატების მიერ შევსებულ დეკლარაციებზე დაყრდნობით მოამზადა.

თავშივე გეტყვით, რომ ხელფასების ოდენობას წლიური ჯამური ოდენობით წარმოგიდგენთ:

მაგალითად, კახა იმნაძეს, რომელიც გაეროში საქართველოს წარმომადგენელია, შემოსავალი ხელფასის სახით 138 232,26 USD აქვს, რაც ეროვნულ ვალუტაში 454 784,13 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, კახა იმნაძეს, გასულ წელს, გრძელვადიანი სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად, საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით, 8 500 USD ჩაერიცხა, რაც 27 965 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ გაეროში საქართველოს თავისი ერთი წარმომადგენლის “შენახვა” წლიდან წლამდე, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი უჯდება, უფრო კონკრეტულად – 482 749.13 GEL.

რაც შეეხება UN-ის ჟენევის ოფისში წარმომადგენელს, ვიქტორ დოლიძეს ხელფასი 94 800 ევრო ანუ 385,120 ლარი აქვს ანაზღაურების სახით.

საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში გიორგი შარვაშიძე ხელფასი 92,979 ევროს, ეროვნულ ვალუტაში კი, 377,722 ლარს ხელფასის სახით იღებს. 2011 წლიდან დღემდე, დიპლომატმა შეძლო და თბილისისა და მცხეთის ცენტრალურ უბნებში 5 უძრავი ქონება – სხვენი, სარდაფი, ორი ბინა და მიწის ნაკვეთი შეიძინა.

საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე თანამდებობრივ სარგოს 85 585 ევროს ანუ 347,684 ლარს იღებს. როგორც ირკვევა, დიპლომატს და მის მეუღლეს განსაკუთრებულად ფერწერული ტილოები ხიბლავს, რომლებიც დეკლარაციის ნუსხაში ვრცელ ადგილს იკავებს. 

საქართველოს ელჩი ავსტრიაში დავით დონდუა 85,116 ევროს, ეროვნულ ვალუტაში კი, 345,779 ლარს ხელფასის სახით იღებს. გარდა ამისა, გასულ წელს, მისი რეზიდენციის დაქირავება ავსტრიაში, 43 800 ევრო დაუჯდა, რაც 175 200 ლარს შეადგენს. ჯამში, ერთი წლის განმავლობაში, ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლის ყოფნა ავსტრიაში ქართულ სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდა.

საქართველოს ელჩი საუდის არაბეთსა და წარმომადგენელი OIC-ში ვახტანგ ჯაოშვილი ხელფასის სახით 102,422 ევრო ერიცხება, რაც 338,279 ლარს შეადგენს. ხოლო დიპლომატს გრძელვადიანი სამივლინებო ხარჯების ბიუჯეტიდან ანაზღაურებამ 4500 დოლარი შეადგინა, რაც ეროვნულ ვალუტაში 14 805 ლარია. ვახტანგ ჯაოშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ქართველი დიპლომატის მეუღლემ საფრანგეთში, 2018 წელს, 370 000 ევროდ ღირებული საცხოვრებელი ბინა იყიდა.

საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძის ხელფასი 78,039 ევროა, რაც ეროვნულ ვალუტაში 317,029 ლარს შეადგენს. დეკლარაციის თანახმად, ქართველმა დიპლომატმა გერმანიაში, 2013 წელს 85 000 ევროს ღირებულების საცხოვრებელი ბინა იყიდა, რომელიც 2019 წელს 9960 ევროდ გააქირავა.

ირანსა და პაკისტანში საქართველოს ელჩს იოსებ ჩახვაშვილს 95,616 დოლარი აქვს ხელფასი, რაც ეროვნულ ვალუტაში 315,801 ლარს შეადგენს. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, ქართველ დიპლომატს გასულ წელს, სახელფასო დანაზოგის სახით 107 000 დოლარი ჰქონდა შენახული.

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილს ხელფასი 74,208 ევრო აქვს, რაც 301,466 ლარს შეადგენს. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ირაკლი გივიაშვილისთვის ქ. სტასბურგში დაიქრავებული ბინის წლიური ღირებულება 30 000 ევროს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში 120 000 ლარია.

იოსებ ნანობაშვილს საქართველოს ელჩს საბერძნეთში ხელფასი 73,000 ევრო აქვს, რაც 296,558 ლარს შეადგენს. ქართველ ელჩს, დეკლარაციის მიხედვით, თიბისი ბანკში ანაბარზე 17487,49 დოლარი აქვს ანგარიშზე. გარდა ამისა, ამავე დეკლარაციაშია აღნიშნული, რომ დიპლომატმა სახელფასო დანაზოგის გაკეთებაც შეძლო და მას ამ სახით 9 000 დოლარი აქვს.

საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალს ხელფასის სახით 84,167 დოლარი აქვს ხელფასი, რაც ეროვნულვალუტაში 277,987 ლარს შეადგენს. როგორც დიპლომატის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ელჩის რეზიდენციის დაქირავება 424 800 ZAR დაუჯდა, რაც 92 181.6 ლარია.

საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია ხელფასის სახით 84,036 დოლარი აქვს, რაც 277,554 ლარს შეადგენს. დეკლარაციის თანახმად, პეკინის ჩაოიანგის რაიონში ბინის ქირა 16000 CNY ჯდება, რაც 81 440 ლარს შეადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved