ინდონეზიის სულავესის კუნძულზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ asia.nikkei.com იუწყება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ. დაშავებულია ასობით ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები.
ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ მაჯენედან 6 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ინდონეზიის ამ კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამჟამად სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
კომენტარები