• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია მერებაშვილი: ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა

ალია ავტორი - ალია
11:47 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც გამოიხატა პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით რეკომენდაციების შემუშავებაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებაში, სტატისტიკური მონაცემების სრულყოფასა და პროკურორთა სპეციალიზაციაში, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნათია მერებაშვილის თქმით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 136 თანამშრომელი, მათ შორის – 36 მენეჯერი, 81 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, 19 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა“ – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 224 პირის მიმართ. 2016-2020 წლებში კი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 646 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქტიური ჩართულობით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოების და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და 2021 წლიდან პროაქტიულ გამოქვეყნებას. უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, სეგრეგირებულ მონაცემებს.

გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით, პროკურორებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“. ასევე, 2020 წელს შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის „უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ”, რომელშიც უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები იქნა გაზიარებული.

 „2020 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პრაქტიკული კურსი ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სწავლება თხუთმეტმა პროკურორმა გაიარა. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული სასწავლო კურსი ჩატარდა, რომლის მიზანია პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების უნარების გაუმჯობესება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, რათა მათ უკეთ შეძლონ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირება, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება“ – განაცხადა ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved