• რეკლამა
  • კონტაქტი
09:29, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე: საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც აისახა

ალია ავტორი - ალია
11:42 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს პროკურატურაში ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, არსებობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სულ 48 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის 39 საქმე – სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) ან/და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით, რომელთაგანაც 31-ზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე, 8 – სამოხელეო და ფინანსური, ხოლო 1 ოჯახური დანაშაული. 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველად გაიმართა ოჯახური დანაშაულის საქმის განხილვა, რომელიც გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და სასამართლოს კოორდინატორთა სამსახურს მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა მსაჯულობის კანდიდატებზე დამატებითი ინფორმაცია.

„2020 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება 26 საქმეზე იქნა გამოყენებული დაცვის მხარის მიერ, რაც წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პროცესებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა წრის გაფართოება. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით პროკურორებისთვის დაიწყო სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს და მიზნად ისახავს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებას“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved