• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიკამენტები არ გჭირდებათ, ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ – გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
10:36 01-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით კორონავირუსისგან გამოწვეულ სტრესზე საუბრობს და საზოგადოებას 10 რჩევას უზიარებს, რისი დახმარებითაც ისინი დეპრესიას დაძლევენ.

ექიმი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა შეიძლება ის ზიანი არ მოუტანოს ორგანიზმს, რასაც თავად სტრესი იწვევს.

1. ექიმი საზოგადოებას ურჩევს, რომ მოერიდონ მძიმე თემების შესახებ ინფორმაციის მიღებას. აირჩიონ ერთი ან ორი მედიასაშუალება, რომლებსაც ენდობიან და არ დაეყრდნონ გაბუქებულ ინფორმაციას.

„დანარჩები საინფორმაციოები გამორთე, ენდე მხოლოდ სანდო წყაროს. მიიღე ინფორმაცია, ოღონდ თუ დაიტვირთები დეზინფორმაცით“-აღნიშნავს ექიმი.

2. მეორე რჩევა, რაც ღოღობერიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოცვას და მეგობრებს ეხება. ღოღობერიძე ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სწორი მეგობრები, რომ ყველაფერზე გვქონდეს სწორი რეაქცია.

3. „უყურებ 24 საათი 4 კედელს და ამის იქით აღარ იყურები, ეს მძიმე ჯაჭვი უნდა შეწყდეს! ამიტომ უნდა იყოლიო მეგობრები. მისვლა-მოსვლა არ შეიძლება, იყოს ეს თუნდაც სოციალურ ქსელში.

ჩვენ ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება ხალხთან ურთიერთობა, იმუნიტეტი ქვეითდება, როცა თავის ტვინი ვერ აქტიურობს.“

4. „დილით რომ ადგებით, ისე მოიქეცით თითქოს სამსახურში მიდიხართ, დაჯექით მაგიდასთან ისე, თითქოს ოფისში ხართ. სამზარეულოში რომ შეხვალთ, იქაც მსგავსი წესებით იმოქმდეთ. ყველა ოთახს მიეცით საკუთარი დანიშნულება, რათა ამ სტრესიდან გამოხვიდეთ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთი და იგივე პოზიციაში, ამიტომაც არის რომ ვითრგუნებით, გვივითარდება დეპრესია, შფოთვა. თავის ტვინს სჭირდება ცვალებადი გარემო, რომელიც შენ თვითონ უნდა შექმნა!“

5. „მოწევის ფონზე ზიანდება სისხლძარღვები და უფრო მეტია თრომბოზის რისკი, ნუ მოწევ! ალკოჰოლის მიღების ფონზე ვითარდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებიც, ნუ დალევ! მარიხუანაზე კი გეტყვით, რომ შიზოფრენიას იწვევს.“

ექიმი ურჩევს ხალხს, რომ რაიმე სასარგებლოში დახარჯონ ენერგია.

6. „გადი გარეთ, იზოლაციაში კი ხარ, მაგრამ ეს იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ გეკრძალება გარეთ სეირნობა. გადი ბუნებაში, ტყეში… აღმოაჩინე, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა.“

7. „ფინანსებს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს და არ გეყოფა ფული, შეწყვიტე სეილების შესახებ ინფორმაციის „სქროლვა“!”

8. „გამოხატე სიყვარული! ჩვენ სულ ნეგატივს ვიღებთ, როგორმე უნდა დააბალანსო პოზიტიურით, დაურეკე საყვარელ ადამიანებს და უთხარი, რომ გიყვარს. როცა ეტყვი, რომ გიყვარს, ისიც გეტყვის ანალოგიურს, უკვე მიიღებ პოზიტიურ ინფორმაციას და ამ ნეგატივს დააბალანსებ პოზიტიურით. როცა გასცემ სითბოს, მიიღებ სითბოს! ამას ქვია ბუმერანგის ეფექტი.“

9. „იზოლაციაში ძირითადად უფრო მეტს ჭამენ, არ მოძრაობენ, როცა არ მოძარაობთ ღრმა ვენები ითრომბება, ფილტვები არ ვენტილირდება და საბოლოო ჯამში, ქვეითდება იმუნიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მეტი იმძრაო, მეტ მოძრაობას შეუძლია მოგცეს ბევრი სარგებელი-გამოგიყვანოს დეპრესიიდან, პანიკიდან, სტრესიდან. ასევე გამოგიყვანოს იმუნური სისტემის დათრგუნვის მდგოამრეობიდან, შეგიმციროს გულის დაავადებების რისკი და კოვიდის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა. ჩართე მუსიკა და ისწავლე ცეკვა, იოგა, ვარჯიშები!

გამოიყენე იზოლაციის მდგომარეობა იმისთვის, რომ განვითარდე. იზოლაცია გვაძლევს საშუალებას გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვართ.“

10. „ჩართე ტვინი და ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, კოვიდი შეიძლება ჯერ არც დამთავრდეს. ფოკუსირდი იმაზე, რომ უკეთესი გახდე. მედიკამენტები არ გჭირდებათ, ჩვენ სხეულში ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ!“-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved