• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეფექტიანია კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“ – რომელ პრეპარატზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
15:51 01-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის,  თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში „ტოცილიზუმაბთან“ რამდენიმე ავადმყოფს უმკურნალეს.

ამასთან, როგორც ცერცვაძე განმარტავს,  კოვიდინფიცირებულ პაციენტებში „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დამძიმდება.

„რამდენიმე ავადმყოფებზე ძალიან წარმატებით გვაქვს გამოყენებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 83 წლის ავადმყოფთან, რომელსაც მაისში ჩაუტარდა მკურნალობა. ეს იყო ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი სხვა სამკურნალო საშუალება არ მოქმედებდა და ამ მკურნალობის შედეგად გადარჩა.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მეთოდი, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებთ და რომელსაც ყველა არ აღიარებდა და პირიქით, ზოგიერთი გვაკრიტიკებდა ამ მეთოდის გამოყენების გამო, დადასტურდა. ახლა დიდი ალბათობით, FDA მას მისცემს რეკომენდაციას ფართო გამოყენებისთვის.

„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ფაზას: ვირუსულს, რომელიც 10 დღეს გრძელდება და იმუნურ ფაზას, რომელიც 10 დღის შემდეგ დგება. სწორედ იმუნური ფაზის დროს არის ეფექტური ეს „ტოცილიზუმაბი“, როდესაც პაციენტს უვითარდება არა ვირუსული ფილტვების ანთება და არა ვირუსული ინფექცია ადრეულ სტადიაზე, არამედ მოგვიანებით სტადიაზე, როდესაც ვირუსული ფაზა ჩამთავრებულია და პაციენტს აქვს გამოხატული იმუნური ფაზა, რომელიც უფრო ხშირად იწვევს სასიკვდილო გამოსავალს, ვიდრე ვირუსული ფაზა. „ტოცილიზუმაბი“ უნდა მიეცეს სწორედ 10 დღის შემდეგ, დამძიმების შემთხვევაში. ეფექტიანია კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved