• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაღმართზე ჩავრბივარ, მასთან ერთად რომ არ ავტირდე ამსისქე კაცი – მე გეტყვით რაც არის ბედნიერება – აკა სინჯიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:55 01-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

სამოქალაქო აქტივისტი, სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ბედნიერება რაც არის მე გეტყვით

ახალი წლის ღამეს, მთიან სოფელში, დიდი თოვლი რომ დევს, ძველ ხის სახლს რომ მიადგები და დაიძახებ

– მასპინძელო..

– რომელი ხარ? – ოდნავ შეშფოთებული ხმით გპასუხობს ქალი.

– ოოჰჰოჰჰოო ამ სახლში ვიცი რომ სამი კარგი ბავშვი ცხოვრობს და საახალწლო საჩუქრები მოვუტანე – უფრო ვიბოხებ ხმას.

ბავშვები დედას აღარ უჯერებენ, სამივე კართან მოცვივდებიან და გაფართოებული თვალებით გიყურებენ. ძველ და დახეულ სვიტერებში გახვეულები, მართლა ანგელოზებს ჰგვანან.

– იმისთვის რომ დედას უჯერებთ, იმისთვის რომ მარგალიტებივით ბავშვები ხართ, შორეული ქვეყნიდან ჩამოვედი და სათამაშოები ჩამოგიტანეთ.

ბიჭები მაშინვე დასტაცებენ ხელს ჭრელაჭრულა ქაღალდში შეხვეულ დიდ მანქანებს. გოგო მორიდებულად მართმევს, თვალს არ მაშორებს და ამბობს – გადახოტრილი თავი რომ გაქვს, არავის არ ვეტყვი და მე მაინც მიყვარხარ სანტაკლაუს.

დედა მადლობას მიხდის გაბზარული ხმით.

– ვნახავ როგორ ისწავლით და როგორ დაუჯერებთ დედას.თუ ისევ გაახარებთ, შემდეგ ახალ წელს ისევ დავბრუნდები – ხმა მეჭინჭყლება, ვბრუნდები და დაღმართზე ჩავრბივარ მანქანისკენ, რომ ნახევრად წაქცეულ ჭიშკართან, ბავშვების დედასთან ერთად არ ავტირდე ამსისქე კაცი.

აი ეს არის ბედნიერება

675 ბავშვმა მიიღო საახალწლო და საშობაო საჩუქრები და ყველა სახლში სითბო და სიყვარული დავუტოვეთ ბავშვებს

დიდი მადლობა თქვენ, უკვე ძალიან ბევრი წელია უფლებას რომ მაძლევთ ასეთი ბედნიერი ვიყო, ვუყურებდე ბავშვების ბედნიერ თვალებს და მათი ნამდვილი სანტა-კლაუსი ვიყო

ნამდვილი სანტა-კლაუსები კი, თქვენ, საჩუქრების გამგზავნები და ეს ადამიანები არიან, რომლებიც უზარმაზარ შრომა გასწიეს, იმისთვის, რომ ყოველ ახალ წელს უფრო მეტი ბავშვი გავახაროთ –

Irakli Tskhakaia

Vano Mgebrishvili

Levan Goginashvili

Irakli Lomidze

Nini Kviraia

Natia Goderdzishvili

Marika Kopaliani

Tamta Donjashvili

Sopo Nergadze

ანი ძიგრაშვილი

Mariam Japaridze

#სიკეთეგადამდებია“

თეგები: აკა სინჯიკაშვილიდახმარებაქველმოქმედება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved