• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის გადაეფარა მიშო და რამდენი ჭრილობა ჰქონდა? – “მიშოს მამას ველაპარაკე” – ტრაგედიის დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:27 01-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მიშო ახ­ლო­უ­რის მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე არ­კვე­ვენ. ტრა­გე­დია 5 იან­ვრის ღა­მეს, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და. იმ დროს ძმე­ბი ახ­ლო­უ­რე­ბი სახ­ლში მარ­ტო იყ­ვნენ, როცა 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა ძმა – 19 წლის მიშო, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვით მოკ­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ეს არ იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და გი­ორ­გი ახ­ლო­ურს ძმის მოკ­ვლა არ სურ­და.

“ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. სა­უ­კე­თე­სო ძმო­ბა ჰქონ­დათ მი­შოს და გი­ორ­გის. კარ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ ორი­ვე. მიშო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, გი­ორ­გი მას­ზე უფ­რო­სია, ისიც სპორ­ტს მის­დევს – კი­კბოქ­სი­ო­რია. გი­ორ­გი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, იქ ერთ-ერთ შე­ჯიბ­რზე გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­ბუ­თი არ მის­ცეს და გა­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავთ, 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 4 წლის არის. ოჯახ­მა ბინა გა­ყი­და და საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ, რომ იქ ემუ­შა­ვათ, შარ­შან დაბ­რუნ­დნენ, ამი­ტომ ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ.

მომ­ხდარ­ზე მხო­ლოდ ის მი­თხრეს, რომ გი­ორ­გიმ თურ­მე დანა ძაღლს ეს­რო­ლა, მიშო კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ე­ფა­რა ძაღლს… რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, რომ თით­ქოს მი­შოს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ძმამ, ეს ტყუ­ი­ლია, ზუს­ტად ვიცი, ბიჭს მარ­ტო ერთი ჭრი­ლო­ბა აქვს, მე­ტის თქმა ამ ეტაპ­ზე არ შე­მიძ­ლია. მერ­წმუ­ნეთ, გი­ორ­გის რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქო­ნო­და რა­ი­მე, და­ნას არ იხ­მარ­და, მტერს მოხ­ვდა იმის დარ­ტყმუ­ლი მუშ­ტი, კი­კბოქ­სი­ო­რია.

მეტი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ვიცი, გუ­შინ ახა­ლი და­ღუ­პუ­ლი იყო მიშო, მა­მას რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მეტს ვე­რა­ფერს ვკი­თხავ­დი, ყვე­ლა შო­კი­რე­ბუ­ლია”, – გვი­თხრა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

შეგახსენებთ, გუშინ “ნიუპოსტმა” გაავრცელა კიდევ ერთი ვერსია, ასევე მეზობელზე დაყრდნობით:

“უთქვამს, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ, რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“, – ამბობენ მეზობელი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სახ­ლში და­ა­პა­ტიმ­რეს ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახ­ლო­უ­რი, მას შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა არ უც­დია და ძა­ლოვ­ნებს ბი­ნა­ში დახ­ვდა. ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და იქ ელო­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნას. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბას, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე – გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულ ძმას 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

თეგები: მიშო ახლოური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved