• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:09 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა:

“პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.

ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებები აქამდეც ისმოდა, თუმცა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც მეტი დრო გავა, აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მრავალპარტიულ პარლამენტს. ორპარტიული კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პარლამენტი გახდება აუცილებლად მრავალპარტიული. “ნაცმოძრაობაშიც” კი არის რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა, ეს არის: სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივე არის ნიკა მელიაც. ისინი პირდაპირ, ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგენლებს, ანუ იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც არის ღიად ანტიდასავლური.

პარლამენტში ველოდებით რამდენიმე პარტიას. ვერ დავაკონკრეტებთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მთავარია ჩვენ ველოდებით ასევე მოლაპარაკებებს ბუნებრივია და გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ელჩებთან. ეს მოლაპარაკებები გაიმართება და ამის საფუძველზე გაირკვევა ვინ შემოდის პარლამენტში და ვინ არ შემოვა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სურვილია რადიკალური პარტიები არ შემოვიდნენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ რა თქმა უნდა, პარლამენტში”

თეგები: ირაკლი კობახიძეპატრიოტთა ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved