• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ არის 2020 წლის ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორც იყო 2012 წლის? – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
15:45 12-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის ბიუროს დღევანდე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა:

„ჩვენ გვახსოვს და ბატონ მიხეილსაც, რომელიც ჩემი პირველი მოადგილე იყო, ახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. ბატონმა არჩილმა ეს ასევე ძალიან კარგად იცის. დაგვჭირდება ალბათ კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ, რომ მეც ჩავერთო, რადგან არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორც იყო 2012 წლის. ვფიქრობ, აქ პასუხი მარტივია, ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, ვინც საერთოდ უმრავლესობა მათგანი დამნაშავეც კი არ იყო და იყო ციხეში.

მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმას, რომ არის მოლოდინი, ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ ჩვენ დაგვჭირდება დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ ასევე შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი და ვთქვათ, არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის, ეს კითხვის ნიშანი არის.

ამ კითხვის ნიშანს თუ ჩვენ არ დავსვამთ, საზოგადოება სვამს უკვე ამ კითხვას და თავს მოვიტყუებთ. ამიტომ ალბათ იურიდიულ კომიტეტში და თქვენთანაც კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე ერთად ვიმუშავებთ, არის ეს საბოლოო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, რუსეთ-თურქეთის შემდეგ, საქართველო ევროსაბჭოს სივრცეში კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ თანამდებობას დავტოვებდი, იმ მდგომარეობით, დღეს ალბათ დიდად არ შეცვლილა, 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია.

ამას ვერ უშველის ვერც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გავააქტიურეთ. ალბათ ყველას გსმენიათ ბოლო თვეებში რაოდენ პოპულარულია ე.წ. სამაჯური, რაც სინამდვილეში შინაპატიმრობაა, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს ამნისტიას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეწყალების ინსტიტუტი გახდა საკმაოდ პასიური. ამიტომ, მე თქვენის ნებართვით ჩავერთვებოდი თქვენს სამუშაოებში და ერთად ხომ არ ვნახოთ, რას ვაკეთებთ. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან შეიძლება უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროექტი ალბათ საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაკამაყოფილებელი ვერ იქნება.”

აქვე, წულუკიანმა დასძინა, რომ წარმოდგენილ პროექტში არის ის, რაც 2012 წლის ამნისტიაში არ ყოფილა – სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია.

„აქაც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მოსაზრებები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვინაიდან 2012 წელს მაშინდელმა ჩვენმა კანონმდებელმა დაივიწყა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და დღეს მათ ეს მწარედ ახსოვთ, თქვენი ყველას სახელით ვუთხრა, ბატონი არჩილი იყო ასევე მათი დიდი გულშემატკვარი, რომ ამ პროექტით როგორც იქნა უვადო პატიმრები არ არიან დავწიყებული. ისინი ყოველ დღე თვალს ადევნებენ ამ კანონპროექტის შესახებ მსჯელობას. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრ იურისტზე უკეთეს იურისტებად ჩამოყალიბდნენ საპატიმროში, ძალიან კარგად  ესმით ყველა ის ნიუანსი, რაც შეიძლება კანონპროექტში მათ შესახებ ეწეროს. ამიტომ ბატონ მიშას (მიხეილ სარჯველაძე) მადლობა მინდა ვუთხრა, რომ პატიმრების ეს სეგმენტი არ დაივიწყა და და ამ პროექტში არის ჩადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განამარტა, რომ ჩართულობას მხოლოდ მიესალმება.

„მხოლოდ მივესალმები ჩართულობას, ამიტომაც ვთქვით მაშინ, როდესაც პირველად იყო საუბარი ამ თემაზე ბიუროს სხდომაზე, რომ ჩვენ წინ გვაქვს სამი სრულფასოვანი განხილვა,  როგორც ეს რეგლამენტით არის მოცემული. ამიტომ, ამ განხილვების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ამომწურავი და რაც შეიძლება სამართლიანი პროექტი დაამტკიცოს პარლამენტმა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

წყარო 1ტვ

თეგები: ამინისტიაარჩილ თალაკვაძეთეა წულუკიანიპენიტენციური სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved