• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარლ ჰარცელმა ორივე მხარეს უსაყვედურა – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
19:03 12-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, კარლ ჰარცელმა ორივე მხარეს საყვედური უთხრა, რაც გასათვალისწინებელია როგორც ოპოზიციის, ასევე უმეტესად ხელისუფლების მხრიდან, – განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგი ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებებს.

„ჩვენ უხერხულობას ვგრძნობდით მოლაპარაკების დამთავრებამდე ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომელიც არ არის მიმართული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისკენ. აქედან გამომდინარე, მესმის ელჩის კრიტიკა ზოგადად და კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამას გაითვალისწინებს.

ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ კობახიძის განცხადებებისა და ამ კანონპროექტების შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდა შევიდა ჩიხში. ისევე, როგორც მერე არც ოპოზიციის ქმედებები არ იყო ხელშემწყობი. როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, ორივე მხარეს საყვედური უთხრა ბატონმა ელჩმა, რაც, როგორც ოპოზიციის მხრიდან არის გასათვალისწინებელი, ასევე უმეტესად არის გასათვალისწინებელი ხელისუფლების მიერ. ბოლო ესკალაცია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, კობახიძის გამოსვლას უკავშირდებოდა, სადაც ის დაემუქრა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციის გაუქმებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, როგორც კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება, ისე ზოგადად ელჩების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ბრძოლას ეწირება და ჭყლეტაში ყვება როგორც პატარა ოპოზიცია, ასევე ის საერთაშორისო ინსტიტუციები, რომლებიც ამ ქვეყანაში აქამდე სულ აგვარებდნენ პრობლემას. ახლა უბრალოდ „ნაცებს“ და „ქოცებს“ შორის ამ ბრძოლას, შევწირეთ ან უნდა შევწიროთ, ყოველ შემთხვევაში ამ გზაზე დგას პარლამენტი, რომელიც ასე თუ ისე, აქამდე მუშაობდა. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ, რომ ეს არ ვქნათ, თანაბრად როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, პრობლემას იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, პარლამენტში შევიდეს „კარგი ოპოზიცია“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ყველამ გულწრფელად ლაპარაკი უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების მაგიდაზე რაც დევს და რაც ხდება იმაზე. ამ წუთას შეზღუდული გვაქვს საინფორმაციო სივრცე იმით, რომ როგორც კი, ვინმე რამეს იტყვის, მაშინვე იწყება კუდიანებზე ნადირობა და იმის ძებნა, ვინ ძვრება პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ განვიხილოთ, თუ რა დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, რას გვთხოვენ ამდენი ხნის განმავლობაში ელჩები და არსებობს თუ არა გზა კონსენსუსისთვის. პრობლემას იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა პარლამენტში შევიდეს კარგი ოპოზიცია და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვიღაცას აქეთა მხრიდან უნდა, რომ არავინ არ შევიდეს პარლამენტში და არ შედგეს შეთანხმება. თუ შეთანხმება არ გინდა, მაშინ მიზეზი სულ გამოიძებნება ამისთვის, მაგრამ თუ შეთანხმება გინდა, სივრცე ლაპარაკისთვის არსებობს. უბრალოდ, ბოლო ერთ თვეში ისეთი გარემო შეიქმნა, რომ თუ ლაპარაკი და შეთანხმება გინდა, თითქოს ცუდი კაცი ხარ და თუ არ გინდა შეთანხმება და გინდა სხვა რამე, რომელიც ჯერ არავინ არ იცის, რა არის, რადგან ოპოზიციას ამაზე პასუხი არ აქვს, აპრიორი კარგი კაცი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცი, ორი ნაბიჯის იქით რა მოხდება. ეს უნდა შევცვალოთ, დანარჩენი მერე გამოჩნდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved