ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ცნობილია, რომ მას დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ გასროლის ხმა გაიგეს, მასთან მისულებს კი კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.
კომენტარები