• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, ტიკარაძემ ორჯერ ნახა ივანიშვილი… მან პირდაპირ არ მოითხოვა გახარიას შინ გაშვება – ვინ და რატომ უჭერს გუნდიდან გახარიას მხარს?

ალია ავტორი - ალია
01:15 12-16-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ახლა ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, ვიხილავთ თუ არა მინისტრთა ახალ კაბინეტში ეკატერინე ტიკარაძეს. მოგეხსენებათ, მას და პრემიერს არც თუ თბილი ურთიერთობა აქვთ და ყველა ელოდება, ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული. ჯერჯერობით, სასწორი აშკარად გახარიას მხარესაა, რადგან ის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა, თუმცა…

„იმ კონფლიქტის შემდეგ, ტიკარაძემ ორჯერ ნახა ივანიშვილი და მერწმუნეთ, ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. მან პირდაპირ არ მოითხოვა გახარიას შინ გაშვება, მაგრამ მიანიშნა, რომ პრემიერი დიდ პრობლემებს უქმნის და არც თუ იშვიათად, ზურგსუკან მის არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. ახლა, ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა იმ ნაღმად ტიკარაძე მინისტრთა კაბინეტში, რომელზეც ადრე თუ გვიან, გახარია აუცილებლად აფეთქდება, თუ არსაიდან მოსული სტომატოლოგი ისევ ისე გააქროს, როგორც გამოაჩინა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდების (კალაძე-კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე) გუნდს გახარია დიდად გულზე არ ეხატება, მხარს ამ ეტაპზე მაინც მას უჭერენ, რადგან პრემიერს მოსახლეობაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს და სისულელე იქნება, ამ ავტორიტეტის არ გამოყენება. ესეც არ იყოს, ჯერ მათთვის გახარიას წასვლა აუცილებელი არ არის, ეს მერე, გაზაფხულისკენ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების დასახელების დრო მოვა. აი, ამ დროს შეეცდებიან გახარიას გვერდით გაწევას და პრემიერად ისეთი პიროვნების შერჩევას, როგორიც მაგალითად მამუკა ბახტაძე იყო. ასეთ შემთხვევაში, ახალი პრემიერის გვერდით გაწევაც არ იქნება პრობლემა…

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: გიორგი გახარიაეკატერინე ტიკარაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved