• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ შემადგენლობიდან მხოლოდ გახარიას პრემიერმინისტრად აწევა არ გამოვიდოდა – რას უყვება “ალიას” “ოცნების” მაღალჩინოსანი?

ალია ავტორი - ალია
01:00 12-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ყველაზე უცნაური სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოში მივიდა 88 დეპუტატი (2 დეპუტატი საპატიო მიზეზის გამო, არ იყო) და ერთხმად აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის პირველი პირები, დასახელდა უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და… უმრავლესობის ლიდერი ხომ დასახელდა და ჯერ ერთი, უმცირესობა არ არის პარლამენტში და მეორეც, კონსტიტუციის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა აღარ უნდა იყოს და რისი ლიდერია ირაკლი კობახიძე, ალბათ მხოლოდ თავად იცის. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე არჩილ თალაკვაძე არის 89 დეპუტატის თავმჯდომარე, იგივე 89 დეპუტატის ლიდერია კობახიძე და იგივე 89 დეპუტატისგან შემდგარ ფრაქციას თავმჯდომარეობს მამუკა მდინარაძე. ამ დროს კი, გარეთ დარჩენილი ოპოზიცია იმას არკვევს, ვის მხარესაა „ისიფედი“, რომელმაც თავზარდამცემი შედეგები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება – მმართველ გუნდს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ პარლამენტში მარტო არიან და ისე ჩანს, მათი მარტო ყოფნა და ქუჩაში წანწალი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს უკარგავს მოსვენებას. დაიმახსოვრეთ ჩვენი სიტყვა – შევა რამდენიმე ოპოზიციონერი „ბუტკაში“ და თან ბოლო ხმაზე იყვირებს, „არ ვარ მე იმნაირიო“. თუ გახსოვთ, ივანიშვილის ამ ანეკდოტზე მაშინ არავის გაეცინა, ბატონ ბიძინას იუმორიც დაუწუნეს, მაგრამ რეალურად, წინასწარმეტყველური გამოდგა ეს ამბავი და აგერ თქვენ, აგერ ოპოზიციის ლიდერები და აგერ კიდევ „ბუტკად“ ქცეული პარლამენტი.

ეს ყველაფერი კარგი და, ახლა იმ ძალაზე ვთქვათ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მარტო თუ სხვების დახმარებით რომ აპირებს ქვეყნის მართვას. საპარლამენტო უმრავლესობამ თანამდებობები დაინაწილა და არაერთი ადამიანი გაღიმებული დარჩა. გვერწმუნეთ, კომიტეტების თავმჯდომარეობისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვეს მათ, ვისაც ერთი შეხედვით უნდა გაემარჯვა. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ ბევრი ისეთი კადრი დარჩა თანამდებობებს მიღმა, სხვებზე მინიმუმ კომპეტენტური რომ გახლავან ამა თუ იმ საკითხში. მაგალითად გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა, შემდეგ სპიკერატში გაუშვეს, ახლა კი, იმის მიუხედავად, რომ სიის მეშვიდე ნომრად ეწერა, ყველაფრის გარეშე დარჩა, თუმცა…

„თქვენც ხომ კარგად ხვდებით, რომ პარლამენტის ამ შემადგენლობიდან მხოლოდ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად აწევა არ გამოვიდოდა. წულუკიანი გამოირიცხა და გამოირიცხა იმიტომ, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გადასვა ან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან პრემიერობა ჩააბარო. ამიტომ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი თეა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც ჩააბარეს, 4 წელი ნამდვილად არ დარჩება. რაც შეეხება გიორგი კახიანს, ბატონი გაგა მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლებს. ამის შესახებ მას ესაუბრნენ, თანხმობაც მიიღეს და ახლა მხოლოდ გახარიას და ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან. უდიდესი ალბათობით, კახიანი სწორედ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს“,- გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: გიორგი გახარიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved