დღეს რა რაოდენობაც გვაქვს, ამას ვერანაირი სისტემა ვერ გაუძლებს. ჩვენ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში 3-5 საავადმყოფო აგვეშენებინა 500-საწოლიანი, ექიმები არ ვიცი, საიდან უნდა მოგვეყვანა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების „არანორმალურად დიდი ზრდის ტემპი გვაქვს“
„დღეს არის ხანძარი, ვერანაირი სისტემა, რაც არ უნდა კარგად მომზადებული ყოფილიყო, ვერ გაუძლებს იმ რაოდენობით ინფიცირებულებს, რაც დღეს ჩვენ გვყავს, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს.
იმ რაოდენობით ინფიცირებულებს, რომელთა გარკვეული პროცენტი ყოველთვის არის მძიმე, რომელთა გარკვეულ პროცესს ყოველთვის სჭირდება სუნთქვის აპარატი, ექიმის მეთვალყურეობა, და სხვა რამ და ეს პროცენტი დამოკიდებულია მთლიანად ინფიცირებულებზე. დღეს რა რაოდენობაც გვაქვს, ამას ვერანაირი სისტემა ვერ გაუძლებს. ჩვენ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში 3-5 საავადმყოფო აგვეშენებინა 500-საწოლიანი, ექიმები არ ვიცი, საიდან უნდა მოგვეყვანა, რეანიმატოლოგები, რომელიც სულ 500 გვყავდა იქიდან 200 არის რეალურად ის ვისაც ასეთი ტიპის პაციენტებს მართავს“,- განაცხადა ზოიძემ.
კომენტარები