• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვლადიმირ ვაისი – საქართველოდან სუფთა სინდისით წამოვედი

ალია ავტორი - ალია
10:51 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ გამოცემა sport.sk-თან ჩვენი გუნდის თავკაცის პოსტის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდა ეს – წარმატებით თუ არა. მიზნის მისაღწევად, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა – ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე საქართველოს ნაკრებთან – ეს დიდი დროა როგორც სამწვრთნელო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში. მე და ჩემმა თანაშემწეებმა საქართველოს ნაკრები გამარჯვებულმა ვერ დავტოვეთ, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედით და ვფიქრობ, რომ ჩვენი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება”, – განუცხადა ვაისმა გამოცემას.

მან ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მარცხი გარკვეულწილად COVID-19-მაც განაპირობა.

„სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული პერიოდია და სპორტში ამას ყველა ხვდება. მაყურებლის გარეშე თამაშის დროს ემოციები იკარგება. ეს თავად გამოვცადე. გადამწყვეტ მატჩში მაყურებლის გარეშე მოგვიწია თამაში და მათ გარეშე ვერაფერი შევძელით. გულშემატკივარი ძალიან საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე და, ალბათ, ყველაზე მეტად – ეროვნული ნაკრების დონეზე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მჯერა, რომ რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა მოიძებნება, კორონავირუსს დავამარცხებთ და სტადიონებზე ხალხი დაბრუნდება”, – აცხადებს სლოვაკი სპეციალისტი.

ვაისი საქართველოში ჩამოსვლამდე წვრთნიდა „სლოვან ბრატისლავას“, „პეტრჟალკას არტმედიას“, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში – სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. 2012-2015 წლებში ავარჯშებდა ყაზახეთის ალმატის „კაირატს“. ახლა ის საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს.

„როდესაც ხუთი წელი მუშაობ ნაკრების მწვრთნელად, ყველაფერზე დასაფიქრებლად საკმარისი დრო გაქვს, რადგან წლის განმავლობაში რამდენიმე მატჩია. მე ისევ სლოვაკეთში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ ოჯახთან ერთად პრაქტიკულად სახლში ვიყავი და მხოლოდ მატჩებზე და საწვრთნელ შეკრებებზე დავდიოდი. საკლუბო დონეზე დაბრუნება მსურს, მაგრამ ვნახოთ რა შემოთავაზებები იქნება, რადგან მილიონი მწვრთნელია, მაგრამ ამდენი კარგი კლუბი არაა. მსურს ვიპოვო გზა, რომელიც სხვა სიმაღლეზე ამიყვანს და სიხარულს მომიტანს”, – აღნიშინა სლოვაკმა სპეციალისტმა.

ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლის თებერვლიდან 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც თბილისში ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა, 0:1 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved